ყვარლის მეხუთე ეკლესია
ყვარლის მეხუთე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს ქალაქ ყვარელში, ილია ჭავჭავაძის ქუჩაზე, თარიღდება განვითარებული შუა საუკუნეებით.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია (6,2 x 4,6 მეტრი), ნაგებია უხეშად დამუშავებული, სხვადასხვა ზომის ქვებით, ძლიერ დაზიანებულია. ჩაქცეულია კამარა, დანგრეულია სამხრეთ და დასავლეთ კედლების, კონქის დიდი ნაწილი, კედლებიდან ჩამოცვენილია საპირე ქვები.
ერთადერთი შესასვლელი ეკლესიას დასავლეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ნახევარწიული აფსიდია, რომლის ღერძზე ვიწრო და მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილია თითო, გეგმით ნალისებრი ნიშა. ჩრდილოეთ კედელში, აფსიდის მხართან, ერთი ოთხკუთხა ნიშაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 333.