ყვარლის ლაშარის ჯვარი
ლაშარის ჯვარი — ეკლესია, არქიტექტურული ძეგლი მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში. თარიღდება გვიანდელი შუა საუკუნეებით. იგი არის დარბაზული და ნაგებია ნატეხი ქვით. მოგვიანებით შეულესავთ და შეუთეთრებიათ. დაზიანებულია, ჩაქცეულია გადახურვა, მორღვეულია კედლების ზედა ნაწილი. შესასვლელი ჩრდილოეთიდანაა. ეკლესია უაფსიდოა და აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომლის შუაში გაჭრილია ოთხკუთხა სარკმელი. მსგავსი სარკმელი დასავლეთ კედელშიაცაა. სამხრეთ კედელში მოწყობილია ღრმა ნიშა. დარბაზში დგას მასიური ტრაპეზი, რომელსაც დასავლეთიდან ნიშები აქვს.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუპრეიშვილი ბ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 460.