ყვავისაყდარას ეკლესია
ყვავისაყდარას ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ტბეთში. აგებულია შუა საუკუნეებში.
ეკლესია მდებარეობს სოფლის სამხრეთით 1,5 კმ. მისი აშენების შესახებ არსე-ბობს ლეგენდა: ეკლესია დგას უზარმაზარ მინდორზე, რომელიც ოდითგანვე საყანე იყო (ასეა ახლაც). ერთხელ, მკისას, მომკელებისათვის სადილი იხარშებოდა მინდორში. როდესაც დადგა სადილობის დრო და მუშები მოგროვდნენ ქვაბთან, მათ თავზე დაიწყო ტრიალი ყვავმა. იგი ჩხაოდა, დასტრიალებდა ქვაბს და ხალხს. მუშებმა მას ქვის სროლა და მოგერიება დაუწყეს. მაშინ ყვავი მიფრინდა ქვაბთან და ადუღებულ კერძში ჩავარდა. როდესაც წახდენილი საჭმელი გადაღვა-რეს, ყვავთან ერთად შიგ აღმოაჩინეს გველიც. გადარჩენილმა ხალხმა იმ ადგილას ააგო ეკლესია და სახელად უწოდეს „ყვავისაყდარა“.
აღწერა
რედაქტირებაეკლესია დარბაზულია. იგი მთლიანადაა გაძარცული საპირე ქვებისაგან. შემო-რჩენილია მხოლოდ პერანგის რამდენიმე ქვა, საიდანაც ჩანს, რომ მოპირკეთებუ-ლი ყოფილა კარგად დამუშავებული, დიდი ზომის, რუხი ფერის ქვის კვადრებით. გადახურვა და კონქი მთლიანად დაღუპულია. აღმოსავლეთით იკითხება ნახევარწ-რიული აბსიდა. მას გვერდებზე ჰქონდა მაღალი, დიდი ზომის ნიშები. შესასვლელების კონტურები იკითხება სამხრეთის და დასავლეთის კედლებში. ჩრდილოეთ კედლიდან შემორჩა დასავლეთის მცირე ფრაგმენტი. სამხრეთი კედლის მთელი ცენტრალური ნაწილი და დანარჩენი კედლების ზედა ნაწილები კი თითქმის მთლიანად მორღვეულია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიხვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 103-104