ყარაჩაი-ჩერქეზეთის გერბი

ყარაჩაი-ჩერქეზეთის გერბი — ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლო. მიღებულია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის საკანონმდებლო ორგანოს პარლამენტის მიერ 1994 წლის 3 თებერვლის დადგენილებით. სწორედ ამ დადგენილების თანახმად აღნიშნული სიმბოლო აუცილებლად უნდა იყოს განთავსებული სამთავრობო კაბინეტებში, ოფისებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობით ორგანოებში.

აღწერა რედაქტირება

ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო გერბი არის მრგვალი ჰერალდიკული ფორმის (ფარი). გერბზე წარმოდგენილია ლურჯ ფონზე, ოქროსერ მინდორში ვერცხლის მთა ორი მწვერვალით, ეს არის იალბუზი. ის ჩაზნექილი და აბსტრაქტულია. ფარი გარშემორტყმულია რგოლით, ზემოდან ოქროს რგოლით აღნიშნულია მზე. გერბის ქვემოთ კი წარმოდგენილია ოქროსფერი თასი. გერბის კიდეებზე ჩარჩოს სახით არის წარმოდგენილი მწვანე ფერის ოქროსფრად მოქცეული როდოდენდრონი, სამი ვერცხლის ყვავილი თითოეულ ტოტზე. როდოდენდრონი არის ერთ-ერთი ალპური ზონისთვის დამახასიათებელი მცენარე.

თასი და პატარა წრე ოდნავ სცდება დიდი წრის საზღვრებს, რაც გერბს უფრო მიმზიდველს ხდის. წრის დიამეტრი საერთო წრესთან მიმართებაშია 1:2.

ფერები და ნიშნები რედაქტირება

ყარაჩაი-ჩერქეზეთის გერბზე წარმოდგენილ ფერებს, სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. ამ გერბზე წარმოდგენილი ყვითელი ფერი არის სიმბოლო მზის, ის წარმოდგენილია გერბზე წრის სახით. მისით აღნიშნულია მზიანი ყარაჩაი-ჩერქეზეთი. იალბუზი - რომელიც წარმოდგენილია გერბის ცენტრში. აღნიშნულია თეთრი ფერით, რომელიც არის მარადისობის, სიძლიერისა და სიდიადის აღმნიშვნელი. იალბუზი ცისფერ წრეშია მოქცეული. ეს ცისფერი ნიშნავს საუკუნო ცას და წმინდა წყლებს, ის არის წყლის სიმბოლო. ქვემოთ მოცემულია ოქროსფერი თასი, რომელიც სიმბოლოა სტუმართმოყვარეობის. როდედენდრონი, რომელიც გერბზეა გამოსახული არის სპეციფიკური მცენარე დამახასიათებელი ალპური ზონისა. ის არის სისუფთასის, მშვიდობის, ჯანმრთელობისა და სიწმინდის სიმბოლო.

2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში 100 მუნიციპალიტეტი იყო: 2 საქალაქო ოლქი, 10 საქალაქო ოლქი, 5 ურბანული დასახლება და 83 სოფლის დასახლება. სწორედ ამ მუნიციპალიტეტების მთავარ სიმბოლოს წარმოადგენს აღნიშნული გერბი. ოფიციალური გერბი, სიმბოლო განთავსებულია ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის წარმომადგენლობების შენობებზე, მათ შორის: სამთავრობო სახლის, ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკის სახალხო კრებისა - უზენაესი სასამართლოს შენობებზე.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება