ღრმაღელე (თბილისის მეტრო)

თბილისის მეტროსადგური
(გადამისამართდა გვერდიდან ღრმაღელე (მეტროსადგური))
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ღრმაღელე.

ღრმაღელე — თბილისის მეტროპოლიტენის პირველი ხაზის ერთ-ერთი სადგური, რომელიც გურამიშვილისა და დიდუბეს სადგურებს შორის მდებარეობს. იგი 1985 წელის 28 ნოემბერს გაიხსნა. სადგურის აქიტექტორები არიან თ. კალანდაძე და მ. თურქაძე; მხატვარი ზ. წერეთელი. მიწისზედა პავილიონი არ აქვს. მეტროში შესასვლელები მიწისქვეშა გადასასვლელიდანაა. სადგური აგებულია ღია წესით. კედლები მოპირკეთებულია ურალის მარმარილოთი, იატაკი — კურსების გრანიტით.[1] მშენებლობას აწარმოებდა „თბილმეტრომშენი“.[2]

„ღრმაღელე“

პირველი ხაზი
თბილისის მეტროპოლიტენი
ამოსასვლელი 41°45′56″N 44°47′25″E / 41.76550349955527° ჩ. გ. 44.79017070623532° ა. გ. / 41.76550349955527; 44.79017070623532
რაიონი ნაძალადევის რაიონი
გახსნის თარიღი 28 ნოემბერი, 1985; 38 წლის წინ (1985-11-28)
ტიპი მიწისქვეშა, ღრმა ჩაწოლის ერთთაღიანი
ბაქნების რაოდენობა 1
ბაქნის ტიპი კუნძულოვანი
ბაქნის სიგრძე 102
არქიტექტორ(ებ)ი თ. კალანდაძე
მ. თურქაძე
მხატვარი ზ. წერეთელი
მშენებელი კომპანია „თბილმეტრომშენი“
ქალაქში გასასვლელი დავით გურამიშვილის გამზირი
სამუშაო გრაფიკი 06:00—00:00

მოსაცდელ დარბაზში კედლებზე მეტროს მშენებელთა პატივსაცემად შექმნილი ჰორელიეფური გამოსახულებებია.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. მეტროპოლიტენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 668, ISBN 99928-20-32-2.
  2. თბილმეტრომშენი // ენციკლოპედია „თბილისი“, თბ., 2002. — გვ. 533, ISBN 99928-20-32-2.