ღამის ია (ლათ. Hesperis) — მცენარეთა გვარი კომბოსტოსებრთა ოჯახისა. ორ- ან მრავალწლოვანი მცენარეებია. სოსანი, იისფერი, თეთრი ან მოყვითალო-მომწვანო ყვავილები აქვთ.

ღამის ია

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  კომბოსტოსებრნი
გვარი:  ღამის ია
ლათინური სახელი
Hesperis

ცნობილია 25-30 სახეობა, რომლებიც ძირითადად გავრცელებულია ხმელთაშუაზღვისპირეთის აღმოსავლეთ ნაწილში. საქართველოში გვხვდება ღამის იის 4 სახეობა, რომელთაგან ერთი — ლათ. Hesperis matronalis ხშირად მოჰყავთ ბაღებში. მისი სოსანი ყვავილები საღამოობით ძლიერ სურნელოვანია.

ლიტერატურა რედაქტირება