მთავარი მენიუს გახსნა

ქრისოკეფალოსის ეკლესია

ეკლესია

პანაგია ქრისოკეფალოსის ეკლესია (ბერძ. Παναγία Χρυσοκέφαλος, სიტყვ. "ყოვლადწმინდა ოქროს-თავი") — ყოფილი ბიზანტიური მართლმადიდებლური ეკლესია თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, რომელიც 1461 წელს ტრაპიზონის იმპერიის დაცემის შემდეგ, ოსმალეთის სულთანმა მეჰმედ II-მ (მმართ. 1444–1481) მეჩეთად (თურქ. Fatih Camii; ფატიჰის მეჩეთი) გადააკეთა, რადგან ეს იყო ადგილი სადაც მან ქალაქის დაპყრობის შემდეგ პარასკევის ნამაზი (ლოცვა) შეასრულა.

პანაგია ქრისოკეფალოსის ეკლესია
Παναγία Χρυσοκέφαλος
Trabzon,Ortahisar1.jpg
ქრისოკეფალოსის ეკლესია (თურქეთი)
Red pog.png
ძირითადი ინფორმაცია
გეოგრაფიული კოორდინატები 41°00′16″ ჩ. გ. 39°43′10″ ა. გ. / 41.00444° ჩ. გ. 39.71944° ა. გ. / 41.00444; 39.71944
ქვეყანა დროშა: თურქეთი თურქეთი
პროვინცია ტრაპიზონის პროვინცია
სასულიერო სტატუსი უმოქმედო
ფუნქციური სტატუსი მეჩეთი
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა კონსტანტინოპოლის საპატრიარქო
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ბიზანტიური
დეტალები

ისტორიარედაქტირება

 
ქალაქ ტრაპიზონის გეგმა, შუა საუკუნეები

ეკლესია დგას ძველი ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, ორტაჰისარის (შუა ციხის) უბანში. მისი ეპითეტი „ოქროს-თავი“ სავარაუდოდ ღვთისმშობლის მოოქროვილი ხატისგან მომდინარეობს, რომელიც დასვენებული იყო ეკლესიაში. ისტორიული ტრადიციის თანახმად ამ ადგილას ტაძარი რომალემა იმპერატორმა ჰანიბალიანუსმა ააშენებინა მეოთხე საუკუნის დასაწყისში. X საუკუნეში აქ საეპიკოპოსო ტაძარი იდგა, ხოლო XIII საუკუნეში ის ხელახლა აშენდა. განახლების შემდეგ ტაძარი წარმოადგენდა სამნავიან ბაზილიკას, გარშემო გალერეებით, სადაც კორონაციის რიტუალები იმართებოდა. 1228 წელს კეისარმა ანდრონიკემ ზავი დადო რუმის სასულთნოსთან ტრაპიზონისადმი თავდაუსხმელობის შესახებ. ღვთისადმი მადლობის ნიშნად მან ტაძარს ოქროსთავიანი წმინდა მარიამის ხატი შესწირა, საკურთხეველი მარმარილოთი, ხოლო საკურთხევლის იატაკი მოზაიკით მოაპირკეთა. მოზაიკა ამჟამად ხის იატაკითა და ხალიჩებითაა დაფარული. 1339-1351 წლებში მოანგრიეს ორი წყვილი სვეტებისა, რაცა საკურთხევლის წინ მოზრდილი კვადრატული ფორმის სივრცე შექმნილიყო. ასე ტაძარი გადაკეთდა ჯვარ-გუმბათოვან ეკლესიად. ტრაპიზონის ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ, 1468 წელს გადაკეთდა მეჩეთად. მეჩეთის გათეთრებულ კედლებში, სავარაუდოდ, ფრესკები უნდა იყოს შემორჩენილი.

ეკლესიაში დაკრძალულია სხვადასხვა გამოჩენილი პირები, როგორიცაა იმპერატორი იოანე II მეგას კომნენოსი (მმართ. 1280–1297), მიტროპოლიტი ნიფონი (გ. 1364), იმპერატორი ალექსი IV მეგას კომნენოსი (მმართ. 1417–1429) და სხვა.[1]

იხილეთ აგრეთვერედაქტირება

გალერეარედაქტირება

სქოლიორედაქტირება

  1. Gabriel Millet, "Les monastères et les églises de Trébizonde", Bulletin de correspondance hellénique, 19 (1895), p. 423

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: