ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ქორეთის სამების ეკლესიაეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის კულტურის უძრავი ძეგლი იმერეთის მხარეში, საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთში.

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია

ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროშა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: საქართველო საქართველო
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
ადგილმდებარეობა სოფ. ქორეთი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
ხუროთმოძღვრების აღწერა
ხუროთმოძღვრული სტილი ერთნავიანი ბაზილიკა
თარიღდება 1001 წ.
დეტალები
სიგრძე 7,82 მ.
სიგანე 4,27 მ.
მასალა თლილი ქვა, კირი, კრამიტი

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია ერთნავიანი ბაზილიკაა (ზომები დაახლოებით 7,82 სმ X 4,27 სმ). ეკლესიას სამხრეთით კარიბჭე და მის აღმოსავლეთით სამწირველო აქვს მიშენებული, ხოლო დასავლეთით — ოთახი. ბაზილიკის დასავლეთით საქალებოა მიშენებული. აშენებულია თლილი ქვისა და კირისგან, გადახურულია კრამიტით. შიგნით საკურთხეველი ძირს ოთხკუთხაა, ხოლო 3,5 არშინის სიმაღლეზე კუთხეებში კედლიდან კედელზე კამარაა გადაყვანილი. კამარიდან ზევით კედელი მრგვალდება. ეკლესიას კარი სამხრეთითა და დასავლეთით აქვს, სარკმლები — აღმოსავლეთით, სამხრეთითა და დასავლეთით. დასავლეთითა და სამხრეთით სარკმლები ამოშენებულია, ხოლო კარნიზები ჩუქურთმებითაა შემკული. კარიბჭის თაღი ჯვრითა და სხვა სახეებით შემკული ქვებისგანაა გამოყვანილი. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის შენობებში ჩუქურთმიანი ქვების ნატეხებია ჩაშენებული: კარიბჭეს კამარის მარჯვენა ნაწილში გარედან ქვის ნატეხი აქვს დატანებული, რომელიც ყურძნის მტევნებითაა შემკული. ასეთივე ნატეხი დატანებული აქვს ძირშიც. როგორც ჩანს, აღნიშნული ნაწილები კარიბჭის განახლების დროს გადატანილი კარიბჭის ნაწილებია.

ქორეთის მაცხოვრის ეკლესია მოხატულია და საკურთხევლისა და შუა ეკლესიის მაღლით ნაწილში კარგადაა შემონახული, სხვა ადგილებში კი დაზიანებულია. საკურთხევლის კონქში მდიდრულად მორთულ ტახტზე მჯდომარე მაცხოვარია დახატული, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენათი გაშლილი წიგნი უჭირავს მუხლზე. მაცხოვრის მარჯვნივ გამოსახულია მდგომარე ღვთისმშობელი ანგელოზით, მარცხნივ კი ნათლისმცემელი ასევე ანგელოზთან ერთად.

შუა ეკლესიაში თარზე 8 ხატია, სამხრეთის კედელზე — 4, ჩრდილოეთისაზე — 4. კარგად შემონახულია ჩრდილოეთის კედლის მეორე რიგი, სადაც დახატული არიან ცხენზე მჯდომარე წმ. გიორგი (აღმოსავლეთ ნაწილში) და წმ. ესტატე (დასავლეთ ნაწილში). შუა პილასტრზე მაღლა 4 წმინდანია გამოსახული. დასავლეთის კედელზე მხოლოდ ჩრდილოეთის კედელთან ახლოს მხატვრობაა შემორჩენილი.

2006 წლის 7 ნოემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია[1].

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

ლიტერატურა რედაქტირება

  • ბოჭორიძე, გ. (1995). იმერეთის ისტორიული ძეგლები. „მეცნიერება“, თბილისი. გვ, 131-137. ISBN 5-520-01575-9.

სქოლიო რედაქტირება