ქლუხორის უღელტეხილი
უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ყარაჩაი-ჩ
ქლუხორის უღელტეხილი — უღელტეხილი საქართველოსა და რუსეთის (ყარაჩაი-ჩერქეზეთი) საზღვარზე, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ წყალგამყოფ ქედზე. კოდორის ხეობას აკავშირებს თებერდის ხეობასთან. სიმაღლე ზღვის დონიდან 2781 მ. აგებულია პროტეროზოური და ქვედაპალეოზოური კრისტალური ფიქლებითა და გრანიტოიდებით. ქლუხორის უღელტეხილის მიდამოებში ალპური ლანდშაფტია. უღელტეხილზე გადადის სოხუმის სამხედრო გზა. 1942 წლის აგვისტოს მეორე ნახევრიდან მოყოლებული, უღელტეხილზე მიმდინარეობდა უმძიმესი ბრძოლები, საბჭოთა დივიზიები გმირულად ებრძოდნენ ნაცისტური გერმანიის არმიას. სიახლოვეს მდებარეობს ქლუხორის ტბა.
ქლუხორის უღელტეხილი | |
---|---|
![]() ქლუხორის უღელტეხილი | |
კოორდინატები: 43°14′38″ ჩ. გ. 41°52′00″ ა. გ. / 43.2440417° ჩ. გ. 41.8667500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() ![]() |
ტერიტორიული ერთეული | აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა ყარაჩაი-ჩერქეზეთი |
სიმაღლე | 2781 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | კრისტალური ფიქლები და გრანიტოიდი |
ლანდშაფტი | ალპური |
![]() |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 563.