ხლოდიო

(გადამისამართდა გვერდიდან ქლოდიონი)

ხლოდიო ან ხლოდიუსი, მეტსახელად „გრძელთმიანი“ (გერმ. Chlodio der Langhaarige, Chlodius; ფრანგ. Clodion le Chevelu; დ. 395 — გ. 447 ან 449) — ფრანკთა ლეგენდარული მეფე მეროვინგების დინასტიიდან 426–447 წლებში.

ფრანკთა ლეგენდარული მეფე ხლოდიო

ხლოდიოსის შესახებ ინფორმაცია მეტად მწირი და არასანდოა. გრიგოლ ტურელი მოიხსენიებს მეფე თეოდომერს, შემდეგ კი მოგვითხრობს ამბებს ხლოდიოს შესახებ. თითქოს მისი მონათხრობის მიხედვით ხლდიო არის თეოდომერის მემკვიდრე. VII საუკუნეში მოღვაწე ფრანკების ნახევრადლეგენდარული ისტორიკოსი ფრედეგარი თავის ქრონიკაში მოგვითხრობს, რომ ხლოდიო არის თეოდომერის მემკვიდრე. „ფრანკთა ისტორიის წიგნის“ უცნობი ავტორი (VIII საუკუნე) მას მარკომირის შვილიშვილად და ფარამონდის შვილად მიიჩნევს[1].

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება