ქისტანი
მთა საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან ქისტანისთავი)
ქისტანი, ქისტანისთავი — მთა საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე სუნჯის მარჯვენა შენაკადის — არღუნის სათავეებში. სიმაღლე ზღვის დონიდან 3047 მ. აგებულია იურული თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ალპური მდელოს ბალახეულით.
ქისტანი | |
---|---|
მთა ქისტანი (ცენტრში), ხედი სოფ. ხახმატის მიდამოებიდან | |
კოორდინატები: 42°32′46″ ჩ. გ. 45°02′35″ ა. გ. / 42.54611° ჩ. გ. 45.04306° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | დუშეთის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3047 მ |
ქედი | თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი და ქვიშაქვა |
სურათები ვიკისაწყობში |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ჭ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 537.