ქიმბარიანის ზედა კოშკი

ქიმბარიანის ზედა კოშკიარქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტის დაბა ფასანაურის ჩრდილო-დასავლეთით, ნასოფლარ ქიმბარიანის ტერიტორიაზე. განეკუთვნება XVII საუკუნეს. ნაგებია რიყის ქვით. კოშკი (3,8 x 4,6 მეტრი) ოთხსართულიანია. გარედან სწორკუთხაა, შიგნით ქვედა სართული წრიულია, ზედა სართულები კი - კუთხეებმომრგვალებული სწორკუთხედის ფორმისა. შესასვლელი პირველ სართულზეა, აღმოსავლეთიდან, მიწის დონიდან 4 მეტრზე. პირველი სართულის ქვეშ სარდაფია, პირველ სართულზე სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი სათოფურია, აღმოსავლეთით - სამი. მესამე სართულზე აღმოსავლეთით და დასავლეთით ერთმანეთის პირდაპირ სალოდეებიცაა. მეოთხე სართულზე სალოდეებისა და სათოფურების კვალია შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა ქვედა სართულებზე ქვისა იყო, ზედა სართულებზე - ხის. ფასადები სადაა. აღმოსავლეთის ფასადზე, შესასვლელის წყობის ორ ქვაზე. თითო პატარა ტოლმკლავა ჯვარია ამოკაწრული.

ლიტერატურა

რედაქტირება