ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი

(გადამისამართდა გვერდიდან ქეჩაჩი ოღლი მუჰამედი)

ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი (აზერ. Keçəçioğlu Məhəmməd; დ. 1864, შუშა1940, ყუბა) — აზერბაიჯანელი მომღერალ-ჰანენდე, მუღამის შუშის ვოკალური სკოლის წარმომადგენელი, ხარათ ყულის მოწაფე.

ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი
აზერ. Keçəçioğlu Məhəmməd

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 1864(1864)
დაბ. ადგილი შუშა, რუსეთის იმპერია
გარდ. თარიღი 1940(1940)
გარდ. ადგილი ყუბა, აზერბაიჯანის სსრ, სსრკ
ჟანრ(ებ)ი მუღამი
საქმიანობა ჰანენდე, მომღერალი
ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი ვიკისაწყობში

ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი დაიბადა 1864 წელს შუშაში. სიმღერის სწავლა შემთხვევით დაიწყო. ხარათ ყულიმ იგი მოწაფედ მიიწვია და სიმღერის ნიუანსები ასწავლა. ჰაჯი ჰუსის ჰანენდეს სკოლაში კი სრულყოფილად შეისწავლა ხალხური სიმღერების შესრულება.[1]

XIX საუკუნის დასასრულს ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი შუშაში ხანდემიროვის თეატრის სცენაზე გამოდიოდა, სადაც მწერლისა და განმანათლებილის აბდურაჰიმ ჰაგვერდიევის ხელმძღვანელობით იდგმებოდა სპექტაკლები და ტარდებოდა აღმოსავლური მუსიკის კონცერტები. XX საუკუნის დასაწყისში ქეჩაჩიოღლუ მუჰამედმა ბაქოში რამდენიმე წარმატებული კონცერტი ჩაატარა.

1904 წლის დასაწყისში ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი ბაქოში საბოლოოდ გადავიდა საცხოვრებლად. 1907 წლის 20 იანვარს სადღესასწაულო საღამოზე გამოვიდა, რომელიც ორგანიზებული იყო მუსლიმთა საქველმოქმედო ორგანიზაციის ინიციატივით გაჭირვებულ მდგომარეობაში მყოფი მუსლიმების დასახმარებლად.[2]

1912 წელს სააქციო საზოგადოება „სპორტ-რეკორდის“ მოწვევის საფუძველზე ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი გაემგზავრა ვარშავაში სიმღერების გრამფირფიტაზე ჩასაწერად. მოგზაურობის დროს 1912 წლის ზაფხულში მოსკოვში გაჩერდა, ერმოლოვის თეატრში ჯაბარ გარიაღდიოღლუსთან, მეშადი მამედოვ ფარზალიევთან და დავუდ საფიროვთან ერთად აღმოსავლური მუსიკის კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

1921 წელს აგიტმატარებლით „წითელი აზერბაიჯანი“, რომელსაც ხელმძღვანელობდა ალი ჰაიდარ კარაევი, ქეჩაჩიოღლუ მუჰამედმა იმოგზაურა ქურდამირში, უჯარში, აღსთაფაში, განჯაში და მრავალ სხვა ქალაქში, სადაც გამოდიოდა კონცერტებზე მოსახლეობის ღარიბი ფენის წინაშე. 1926 წელს კომპოზიტორმა უზეირ ჰაჯიბეკოვმა მომღერალი აზერაიჯანის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიწვია, სადაც მუჰამედი ჯაბარ გარიაღდიოღლუსთან და სეიდ შუშინსკისთან ერთად ასწავლიდა და ზრდიდა მომღერალ-მუღამის შემსრულებელთა ახალ თაობას.

სიცოცხლის ბოლო წლებში ქეჩაჩიოღლუ მუჰამედი კონსულტანტად მუშაობდა აზერბაიჯანის სახემწიფო ფილარმონიაში, ახალგაზრდა მომღერლებს ეხმარებოდა განვითარებაში. გარდაიცვალა 1940 წელს ქალაქ ყუბაში.[2]

ლიტერატურა რედაქტირება

  • Шушинский Ф. Народные певцы и музыканты Азербайджана. — М.: Советский композитор, 1979. — 200 c.

სქოლიო რედაქტირება