ქართული კულტურის ფორუმი

ქართული კულტურის ფორუმიფრანკფურტის ქართული სათვისტომო, რომელიც დაარსდა ფრანკფურტის უნივერსიტეტის პროფესორის მანანა თანდაშვილის მიერ 2005 წელს და აქტიურად მოღვაწეობს გერმანიაში ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით.

სათვისტომოს დაარსების ძირითადი მიზანი იყო ქართული კულტურის გერმანიაში პოპულარიზაცია და ქართულ-გერმანული კულტურული კონტაქტების კიდევ უფრო გაღრმავება კულტურული დიალოგის გზით. ქართული კულტურის ფორუმის შექმნაში აქტიურად მონაწილეობდნენ ფრანკურტში მოღვაწე ქართველი სტუდენტები ლელა სამუშია და ქეთევან ნაკაშიძე. ქართული კულტურის ფორუმმა ოფიციალური მოღვაწეობა დაიწყო 2006 წელს, როდესაც ფრანკფურტის ინტერნაციონალურ თეატრში ჩაატარა კლასიკური მუსიკის კონცერტი „ქართველი კომპოზიტორები“. ქართული კულტურის ფორუმი დღემდე აგრძელებს ფრანკფურტში კულტურულ მოღვაწეობას სხვადასხვა მიმართულებით.

2006 წელს მანანა თანდაშვილმა ქართული კულტურის ფორუმის ფარგლებში ფრანკფურტის საკვირაო სკოლა დააარსა, რომელმაც თავი მოუყარა ფრანკფურტსა და მის შემოგარენში მცხოვრებ ქართველ ბავშვებს. 2010 წელს ეკა კვარაცხელიას ინიციატივით სკოლასთან შეიქმნა ჩრდილების საბავშვო თეატრი, რომელმაც ორჯერ წარმოადგინა ფრანკფურტის რომანის ფაბრიკაში ქართული ზღაპრები. 2013 წლიდან ფრანკფურტის საკვირაო სკოლის ბავშვების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა და სასწავლო პროგრამას დაემატა ქართული ცეკვის გაკვეთილები. ამჟამად ფრანკფურტის საკვირაო სკოლას სათავეში უდგას მაია შავლიაშვილი.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება