ქართველი ოლიმპიური რეკორდსმენები

ქართველი ოლიმპიური რეკორდსმენები რედაქტირება

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში, საქართველოს 9 სპორტსმენს სპორტის 5 სახეობაში დამყარებული აქვს 12 ოლიმპიური რეკორდი. საქართველოში პირველი ოლიმპიური რეკორდსმენები იყვნენ მძლეოსანი ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა და ძალოსანი რაფაელ ჩიმიშკიანი. ჩიმიშკიანმა ჰელსინკის ოლიმპიურ თამაშებზე (1952) 60 კგ. წონით კატეგორიაში სამჭიდში სწორედ ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდით გაიმარჯვა - 337,5 კგ. ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინამ იმავე თამაშებზე ოლიმპიური რეკორდით 200 მეტრზე რბენაში გამოიჩინა თავი. პირველი ოლიმპიური რეკორდი მან წინასწარ გარბენში დაამყარა - 24,3. შემდეგ კი ეს შედეგი ნახევარფინალში გააუმჯობესა - 24, 1.რომის ოლიმპიურ თამაშებზე (1960) რობერტ შავლაყაძემ სიმაღლეზე ხტომაში ოლიმპიური რეკორდით (2,16 მ.) გაიმარჯვა.მეხიკოს ოლიმპიურ თამაშებზე (1968) ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდი გააუმჯობესა ვიქტორ სანეევმა -სამხტომელთა შეჯიბრების მესამე ცდაზე 17,23 მეტრი აჩვენა. ბოლო მე-6 ცდაზე კი უკვე 17 მეტრსა  და 39 სანტიმეტრზე გადახტა და პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი მოიპოვა.მიუნხენის ოლიმპიურ თამაშებზე (1972) ძალოსანმა დიმიტრი შანიძემ 60 კგ. წონით კატეგორიაში ოლიმპიური რეკორდით ყველას აჯობა ატაცში -127,5 კგ. საბოლოოდ კი,  ვერცხლის მედალს დაეუფლა.მოსკოვის ოლიმპიურ თამაშებზე (1980) ოლიმპიური რეკორდი დაამყარა მშვილდოსანმა ქეთევან ლოსაბერიძემ. მან 30 მეტრზე სროლაში აჩვენა (2491 ქულა) და ჩემპიონობასაც დაეუფლა.სეულის ოლიმპიურ თამაშებზე (1988) ოლიმპიური ჩემპიონი ოლიმპიური რეკორდით გახდა ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე. მან ასეთ წარმატებას სპორტული პისტოლეტით მიაღწია(690 ქულა).ძალოსანმა კახი კახიაშვილმა ბარსელონას ოლიმპიური თამაშების (1992) ოქროს მედალი 90 კგ. წონით კატეგორიაში ორი ოლიმპიური რეკორდით მოიგო (აკვრა - 235 კგ. ორჭიდი -412,5 კგ.).დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს სპორტსმენთაგან პირველი ოლიმპიური რეკორდის ავტორია ძალოსანი ლაშა ტალახაძე. მან რიო დე ჟანეიროს ოლიმპიურ თამაშებზე (2016) ორჭიდში 473 კგ. მოაგროვა და ოლიმპიური და მსოფლიოს რეკორდების ავტორი გახდა.

საერთო შედეგები რედაქტირება

მძლეოსნობა
ნადეჟდა დვალიშვილი-ხნიკინა
1952,  ჰელსინკი,ფინეთი რბენა 200 მ 24,3 წმ
1952,  ჰელსინკი,ფინეთი რბენა 200 მ 24,1 წმ
რობერტ შავლაყაძე
1960,   რომი,იტალია სიმაღლეზე ხტომა 216 სმ
ვიქტორ სანეევი
1968,   მეხიკო,მექსიკა სამხტომი 17, 23 მ
1968,   მეხიკო,მექსიკა სამხტომი 17, 39 მ
მშვილდოსნობა
ქეთევან ლოსაბერიძე
1980,  მოსკოვი,რუსეთი მ-1 (30 მ) 2491 ქ
ტყვიის სროლა
ნინო სალუქვაძე
1988, სეული,კორეა SP, 25 მ 690 ქ
ძალოსნობა
რაფაელ ჩიმიშკიანი
1952,  ჰელსინკი,ფინეთი 60 კგ, სამჭიდი 337,5 კგ
დიმიტრი შანიძე
1972,  მიუნხენი,გერმანია 60 კგ, ატაცი 127,5 კგ
კახი კახიაშვილი
1992,  ბარსელონა,ესპანეთი 90 კგ, აკვრა 235,0 კგ
1992,  ბარსელონა,ესპანეთი 90 კგ, ორჭიდი 412,5 კგ (გამ.)
ლაშა ტალახაძე
2016,  რიო დე ჟანეირო,ბრაზილია +105 კგ, ორჭიდი 473 კგ

ლიტერატურა რედაქტირება

ელგუჯა ბერიშვილი "ოლიმპიური ორტომეული" ტომი I. თბილისი. 2019.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება