ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი

ქარელის მუნიციპალიტეტის გერბიქარელის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო სიმბოლო დროშასთან ერთად. მიღებულია ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.

ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 30 დეკემბერი, 2010
გვირგვინი სამკოშკიანი ქონგურებიანი საქალაქო ვერცხლის გვირგვინი
ფარი საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი, დავით აღმაშენებლის ოქროს გვირგვინი, 2 ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, მუხის ოქროს ფოთოლი ორი ნაყოფით (რკოთი).
ფარმჭერები ვერცხლ-მეწამული ბაფთა
დევიზი ქარელი

აღწერილობა რედაქტირება

გერბის მეწამული ფერის ჰერალდიკური ფარის ცენტრში მოთავსებულია ირიბი ჯვრის ფორმის, ანუ ერთმანეთზე გადაჯვარედინებული საერო და სასულიერო ხელისუფლების აღმნიშვნელი ოქროს კვერთხი. კვერთხთა თავებს შორის მოთავსებულია წმინდა მეფე დავით მეოთხის „აღმაშენებლის“ ოქროს თავსარქმელი — გვირგვინი; კვერთხების მარჯვნივ და მარცხნივ თითო ჰერალდიკური ოქროს ჯვარი, ხოლო კვერთხების ქვემოთ — სამყურას ფორმის მუხის ოქროს ფოთოლი ოქროსივე ორი ნაყოფით (რკოთი).

გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი — სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია კარიბჭით.

ფარს ქვემოთ მოთავსებულია გერბის დევიზის ვერცხლ-მეწამული ბაფთა, რომლის ვერცხლის ველზე შავით ჩაწერილია გერბის დევიზი — „ქარელი“.

გერბის შესახებ რედაქტირება

ქარელის მუნიციპალიტეტის გერბი ოფიციალურად დამტკიცდა 2010 წელს, კონკურსის საფუძველზე. მისი ავტორია აკაკი ლომიტაშვილი.

გერბის ფარში გამოსახული ფიგურები და გამოყენებული ფერები — მეწამული და ოქრო ქარელის მკვიდრთა გამბედაობასა და დიდსულოვნებაზე, ვაჟკაცობასა და მამულისადმი სიყვარულს განასახიერებს. გერბში მთავარი ფერის (მეწამული) გამოყენებას ისტორიული საფუძველი გააჩნია და ეყრდნობა XVIII-XIX სს. ისტორიულ დოკუმენტებს. ძირითად წყაროს კი წარმოადგენს ვახუშტი ბატონიშვილის მიერ შექმნილი გერბები, სადაც ქართლის რეგიონი ფიქსირდება მეწამული ფერით. გერბის ფარში გამოსახული არაჰერალდიკური ფიგურები — ოქროს ორი ჰერალდიკური ჯვარი — განასახიერებენ 1104 წლის რუის-ურბნისის ძეგლისწერას, ანუ საეკლესიო კრებას, რომელიც ჩატარდა რუისსა და ურბნისში წმინდა მეფე დავით IV აღმაშენებლის მოწვევითა და ხელმძღვანელობით (რაც გადმოცემულია მეფე დავითის ოქროს გვირგვინით. „ძეგლისწერაჲ წმიდისა და ღმრთივ შეკრებულისა კრებისაჲ, რომელი შემოკრბა ბრძანებითა კეთილად მსახურისა და ღმრთივ დაცვულისა მეფისა ჩუენისა დავით აფხაზთა და ქართველთა რანთა და კახთა მეფისა, პირთათვის რომელნი ქუემო მოხსენებულ არიან“.), სადაც სამეფო ხელისუფლების ქვეშ გაერთიანდა საერო და სასულიერო ხელისუფლება (გადმოცემულია ორი ოქროს კვერთხის (საერო და სასულიერო) სახით), რის შედეგადაც საქართველოს სამეფო ძლიერი მმართველობის მქონე სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რაც გადმოცემულია მუხის ოქროს ნაყოფითა და ფოთლით.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება