ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადა

ქალთა VI საჭადრაკო ოლიმპიადის გამართვის თარიღი და ადგილი იყო 16 სექტემბერი - 7 ოქტომბერი 1974. მედელინი, კოლუმბია

ისტორია რედაქტირება

პირველად ქალთა ოლიმპიადა ოკეანის გაღმა გაიმართა. ნარკობიზნესით საქვეყნოდ ცნობილი მედელინი 25 ქვეყნის ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მასპინძლობდა. პირველ ეტაპზე 25 ქვეყნის ნაკრები 5 ქვეჯგუფში განაწილდა და იქ იბრძოდნენ ფინალის 2-2 საგზურისათვის. მთავარი ფავორიტი რა თქმა უნდა ისევ საბჭოთა ნაკრები იყო, რომლის ღირსებას ამჯერად ნონა გაფრინდაშვილი, ნანა ალექსანდრია და ირინა ლევიტინა იცავდნენ. მათთვის წინააღმდეგონის გაწევა შეეძლოთ რუმინელებს (ელიზაბეტა პოლიქრონიადე, გერტრუდა ბაუმშტარკი და მარგარეტა ტეოდორესკუ), უნგრელებს (მარია ივანკა, ჟუჟა ვერეცი და მარია პობორსკი) და ბულგარელებს (ტატიანა ლემაჩკო, ანტონინა გეორგიევა და ვენკა ასენოვა). არც სხვა გუნდები იყვნენ იოლად დასაძლევი. ერთი-ორი ძლიერი მოჭადრაკე უკვე ყველა გუნდში ჰყავდათ.

ჯგუფებში ბრძოლამ მოულოდნელობების გარეშე ჩაიარა და მთავარ ფინალში ის გუნდები გავიდნენ, ვისაც ელოდებოდნენ კიდეც. ფინალი სიურპრიზით დაიწყო. ალექსანდრიამ მოსაგები პარტია წააგო ნიდერლანდელ ერიკა ბელთან და საბჭოთა ნაკრები დამარცხდა 0,5-1,5. მეორე ტურში საბჭოელებმა ასეთივე ანგარიშით მოუგეს ბულგარელებს და ორი ქულით მხოლოდ მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებდნენ. 4 ქულით კი რუმინეთის გუნდი ლიდერობდა. მესამე ტურში იუგოსლავიელთა მშრალად დამარცხების შემდეგ სხვაობა რუმინელებთან ერთ ქულამდე დავიდა. იგივე იყო მეოთხე ტურის შემდეგაც. მეხუთე ტურში საბჭოელები რუმინელებს დაუზავდნენ. ამით კი უნგრელებმა და ბულგარელებმა ისარგებლეს და ორი ქულით გაიჭრნენ წინ. არაფერი შცვლილა მეექვსე ტურის შემდეგაც. წინ ისევ უნგრელები და ბულგარელები იყვნენ 10-10 ქულით. 8,5 ჰქონდათ რუმინელებს და მხოლოდ 8 - საბჭოთა მოჭადრაკეებს. მერვე ტურში ბულგარელებმა უნგრელებს სძლიეს და ერთპიროვნულად დაწინაურდნენ. სხვაობა კი ქულანახევრამდე დავიდა. მერვე ტურში რუმინეთის გუნდმა მშრალად სძლია ლიდერებს. ასევე მშრალად მოიგეს უნგრელებმა და საბჭოელებმაც. ბოლო ტურის წინ სატურნირო ცხრილში ასეთი მდგომარეობა იყო: უნგრეთი - 12,5 ქულა, სსრკ - 12, ბულგარეთი და რუმინეთი - 11,5. ბოლო ტურში საბჭოელები უნგრელებს ხვდებოდნენ, რუმინელები - ინგლისელებს, ბულგარელები - ნიდერლანდელებს. პირველად რუმინელებმა დაამთავრეს მატჩი. ელიზაბეტა პოლიქრონიადემ და ბაუმშტარკმა ორივე პარტია მოუგეს ინგლისელებს. ბულგარელებმა ქულანახევარი აართვეს ნიდერლანდელებს. უნგრელები მეორე დაფაზე ვერეცის ალექსანდრიას წინააღმდეგ ამზადებდნენ, დაფას კი ლევიტინა მიუჯდა. ამან იმოქმედა და ვერეცი დამარცხდა. ნონამ ყაიმი გააფორმა ივანკასთან და გაირკვა, რომ რუმინელებს და საბჭოთა მოჭადრაკეებს ქულათა თნაბარი რაოდენობა აღმოაჩნდათ. დაინიშნა დამატებითი ორი მატჩი ამ გუნდებს შორის, თუმცა უკვე პირველი მატჩის შემდეგ გამარჯვებულის ვინაობა ფაქტობრივად ცნობილი იყო. ნონამ და ნანამ შესაბამისად დაამარცხეს პოლიქრონიადე და ბაუმშტარკი და მშრალად მოიგეს მატჩი. მეორე დღეს რუმინელებმა ერთი კი გაიბრძოლეს, მაგრამ საბჭოთა მოჭადრაკეებმა მალე მიაღწიეს ყაიმებს. 3-1 გაიმარჯვა სსრ კავშირის ნაკრებმა და მეექვსედ დაეუფლა ვერა მენჩიკის თასს.

ტექნიკური შედეგები რედაქტირება

პირველი ეტაპი

I ქვეჯგუფი: 1.  სსრკ - 10 2.  კანადა-5 3.   ავსტრია - 3,5 4.  კოლუმბია - 2,5 5.   პუერტო-რიკო -1

II ქვეჯგუფი: 1.  რუმინეთი -8 2.  ნიდერლანდები -5,5 3.  აშშ -5 4.  იაპონია -2 5.  პანამა -0,5

III ქვეჯგუფი: 1.  უნგრეთი -7 2.  ინგლისი -5 3.  ისრაელი -5 4.  ბრაზილია -4 5.  მონაკო -0

IV ქვეჯგუფი: 1.  იუგოსლავია -6,5 2.  ბულგარეთი -5,5 3.  ესპანეთი -4 4.  ფინეთი -3,5 5.  მექსიკა -0,5

V ქვეჯგუფი:   ჩეხოსლოვაკია -7,5 2.   გერმანია -6 3.   შვედეთი -3,5 4.  ირლანდია -2,5 5.   ერაყი - 0,5

ფინალური ეტაპი

XXI-XXV ადგილები 21.  მექსიკა -7,5 22.  პუერტო-რიკო -7 23.   ერაყი -5   კოლუმბია-II -5 24.  მონაკო -4 25.  პანამა - 1,5

XI-XX ადგილები 11.  ესპანეთი -13,5 12.  ისრაელი - 13,5 13.  ბრაზილია - 11 14.  აშშ -10,5 15.  შვედეთი - 9,5 16.  ავსტრია -8,5 17.  კოლუმბია - 8 18.  ფინეთი - 6 19.   იაპონია - 5 20.   ირლანდია - 4,5

I-X ადგილები

გუნდები 1 2 3 4 5 6 7 8 9 10
1 სსრ კავშირი   1 1,5 1,5 0,5 1 2 2 2 2 13,5
2 რუმინეთი 1   2 1 1 1 1,5 2 2 2 13,5
3 ბულგარეთი 0,5 0   1,5 1,5 2 2 1,5 2 2 13
4 უნგრეთი 0,5 1 0,5   2 2 1,5 1,5 2 2 13
5 ნიდერლანდები 1,5 1 0,5 0   0 1 2 1,5 2 9,5
6 ჩეხოსლოვაკია 1 1 0 0 2   1 1 1,5 1,5 9
7 იუგოსლავია 0 0,5 0 0,5 1 1   2 1,5 1 7,5
8 ინგლისი 0 0 0,5 0,5 0 1 0   1 1 4
9 გფრ 0 0 0 0 0,5 0,5 0,5 1   1,5 4
10 კანადა 0 0 0 0 0 0,5 1 1 0,5   3

დამატებითი მატჩები: სსრ კავშირი - რუმინეთი 2-0; 1-1

ჩემპიონის შედეგები მატჩების მიხედვით რედაქტირება

  სსრკ                               + = -
ნონა გაფრინდაშვილი 1 1 1 0,5 0,5 1 1 1 1 0,5 1 0,5 10 12 8 4 0
ნანა ალექსანდრია 1 1 0 1 0,5 1 1 1 6,5 8 6 1 1
ირინა ლევიტინა 1 1 1 1 0,5 0 1 1 1 0,5 8 10 7 2 1

პრიზიორთა შემადგენლობა და შედეგები რედაქტირება

  რუმინეთი

ელიზაბეტა პოლიქრონიადე - 10,5 (+9=3-2), გერტრუდა ბაუმშტარკი - 9 (+7=4-2), მარგარეტა ტეოდოროსკუ 2 (+1=2-0).

  ბულგარეთი

ტატიანა ლემაჩკო - 9(+8=2-1), ანტონინა გეორგიევა - 6,5 (+5=3-2), ვენკა ასენოვა 3 (+2=2-1).

საუკეთესო შედეგები დაფების მიხედვით რედაქტირება

პირველი დაფა ქვეყანა %
ნონა გაფრინდაშვილი   სსრკ 10 12 83,3
მარია ივანკა   უნგრეთი 10 12 83,3
ტატიანა ლემაჩკო   ბულგარეთი 9 11 81,8
მეორე დაფა ქვეყანა %
ნანა ალექსანდრია   სსრკ 6,5 8 81,3
იოლანტა დალინი   შვედეთი 6,5 8 81,3
მარია გარსია-პარდონი   ესპანეთი 7 9 77,8
სათადაროგო დაფა ქვეყანა %
სიუად ალ-სარაი   ერაყი 3 3 100,0
ირინა ლევიტინა   სსრკ 8 10 80,0
მარგარეტა ტეოდორესკუ   რუმინეთი 2 3 66.7

ლიტერატურა რედაქტირება

  • თენგიზ გიორგაძე. ქართული ჭადრაკის მატიანე. თბილისი, ,,განათლება’’ 1995.
  • თენგიზ გიორგაძე. საჭადრაკო ოლიმპიადების ჩემპიონები. თბილისი. ,,ცოდნა’’ 1984.
  • Шахматы. Энциклопедический словарь. Москва. изд. ,,Советская Энциклопедия’’ 1990

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება