ქალები აზერბაიჯანში

ქალები აზერბაიჯანში ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდნენ ქვეყნის ისტორიასა და განვითარებაში. დღესაც ქალთა უფლებები ქვეყანაში დაცულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციით[1].

ქალთა როლის აზერბაიჯანის ისტორიაში რედაქტირება

ქალთა პოლიტიკური მოღვაწეობა რედაქტირება

უზუნ-ჰასანის დედა სარა ხათუნი იყო პირველი ქალი დიპლომატი აზერბაიჯანის ისტორიაში[2]. იგი ყოველთვის საკუთარ შვილს გვერდში ედგა, რათა დახმარებოდა მას რჩევებით. მისი პოლიტიკის წყალობით ოსმალეთის ხელისუფლებასა და აყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შორის მშვიდობა იყო დამყარებული[3][4].

ქალთა შემოქმედებითი საქმიანობა რედაქტირება

XIX საუკუნე აზერბაიჯანის ცხოვრება ხასიათდება ქალთა შემოქმედებით. აზერბაიჯანში მიმდინარე პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული პროცესები ამ საუკუნეში ქალთა განმანათლებლობისა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში უფრო აქტიურ მონაწილეობას იღებდა. ამ პერიოდის ცნობილი შემომქმედები არიან ხურშიდბანუ ნათავანი, აღაბეიმ აღა აღაბაჯი, გონჩაბეიმი, ფათმა ხანუმ კამინი, შახნიგიარ ხანუმი, გამაარბიემ შეიდა ყარაბაღი და სხვა[5].

ქალთა ქველმოქმედება რედაქტირება

ამ პერიოდის განმავლობაში, განმანათლებლობასთან ერთად ქველმოქმედებამ  მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა. გოვჰარ ყაჯარმა, ჰამიდა მამედყულიზადე, ნიგიარ შიხლინსკაიამ, მასმა ტალიშინსკაიამ, სალთანათ ახმედოვამ და სხვებმა ქალების საქველმოქმედო საქმიანობა შექმნეს, რომლებმაც ბევრი რამ გააკეთეს.

ნათავან ხურშიდბანუ, რომელიც ყარაბაღის ბოლო ხანის შვილი იყო და ცნობილი აზერბაიჯანელი ქალი პოეტი, აქტიური მონაწილეობა მიიღო მოსახლეობის წყლით უზრუნველყოფით და გამართა წყლის ხაზი შუშიდან სარიბაბაში[6].

თეზეპირის მეჩეთი, რომელიც ნაბათ აშურბეილიმ ააშენა არის საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგი[7].

1901 წელს, ალექსანდრინსკის მუსულმანური ქალთა სკოლა გაიხსნა, პირველი აზერბაიჯანული საერო სკოლა გოგონებისთვის და პირველი ასეთი ტიპის სკოლა რუსეთის იმპერიაში[8][9].

ქალთა საარჩევნო უფლება რედაქტირება

„სანავთობო ბუმის“ შედეგად ბაქოში XIX საუკუნის მეორე ნახევარში შეიქმნა სავაჭრო-სამრეწველო ბურჟუაზია, რომელთა შორის იყვნენ ქალთა სქესის წარმომადგენლები. მათ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება ჰქონდათ. „ამომრჩეველთა სიის“ მიხედვით, 1906-1909 წლებში ბაქოში გამართულ დუმის არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 200-ზე მეტმა ქალბატონმა[10].

1907 წელს, მუსულმანური ფრაქციის წარმომადგენლებმა წარმოადგინეს კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ქალთათვის ხმის მიცემა ნებადართული უნდა ყოფილიყო. ეს კანონპროექტი მიღებულ იქნა მუსულმანური ფრაქციის მიერ, მაგრამ შენიშვნით, რომ წინასაარჩევნო შეხვედრები ცალკედ უნდა ჩატარებულიყო. კანონპროექტის ინიციატორი ხალილ ბეგ ხასმამედოვი იყო. დუმის დაშლის გამო ამ ინიციატივის რეალიზება ვერ მოხერხდა[11].

1917 წლის თებერვლის რევოლუცია ქალთა თანასწორობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი მოვლენა იყო[12]. 1917 წლის 26 ოქტომბერს გამართულ „მუსავათის“ პარტიის პირველ ყრილობაზე, მიღებულ იქნა 14-პუნქტიანია პარტიული პროგრამა, რომლის თანახმადაც: „20 წლის ასაკს მიღწეულ ყველა მოქალაქეს აქვს არჩევნებში მიღების უფლება, განურჩევლად სქესისა, ეროვნებისა და რელიგიისა“[11].

1918 წლის 28 მაისს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადების შემდეგ ქვეყანაში დემოკრატიული ცვლილებები განხორციელდა უმოკლეს ვადებში. საერთო ამომრჩეველთა უფლებები შემოღებულ იქნა აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის მიერ 1918 წელს. მიღებულ იქნა კანონი „აზერბაიჯანის რესპუბლიკის დამფუძნებლობით კრებაზე არჩევნების შესახებ“, სადაც აღნიშნული იყო, რომ კრება შედგება იმ წარმომადგენლებისაგან, რომლებსაც მოსახლეობა ირჩევს განურჩევლად სქესისა და თანაბარი უფლებებით პირდაპირი და საიდუმლო ხმის მიცემის საფუძველზე.

ამრიგად, აზერბაიჯანი გახდა პირველი მუსულმანური ქვეყანა, სადაც ქალებს მიეცათ მსგავსი უფლებები, მაშინ, როდესაც ჯერ ამერიკასა და ევროპაში ასეთი უფლებებით ქალბატონები არ სარგებლობდნენ[10].

ქალთა პირველი ყრილობა რედაქტირება

1921 წელს შედგა  ქალთა პირველი ყრილობა, რომელიც ქვეყნის ისტორიაში შევიდა, როგორც ქალთა პირველი ყრილობის წელი. ამ ყრილობის მთავარი მიზანი ქალთა განთავისუფლების იდეა იყო. 1921 წელს შექმნილი სკოლამდელი აღზრდის ინსტიტუტი, რომელიც გოგონებისთვის იყო გახსნილი, ერთი წლის შემდეგ რეორგანიზებულ იქნა უმაღლეს ქალთა პედაგოგიურ ინსტიტუტში[5].

1923 წელს გამოცემული ჟურნალი „შარგ გადინი“ („აღმოსავლელი ქალი“) გახდა აზერბაიჯანში ქალთა მოძრაობის ისტორიაში მნიშვნელოვანი მოვლენა.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდი რედაქტირება

მეორე მსოფლიო ომმა შრომის სფეროში ქალთა ფართო ჩართულობის გაძლიერება გამოიწვია. მამაკაცები, რომლებიც ფრონტზე წავიდნენ, ქალებმა ბევრ სფეროში შეცვალეს. ამ პერიოდში გამოჩნდნენ პილოტები ლეილა მამედბეკოვა, ზულეიხა სეიდმამედოვა, სონა ნურიევა და ასევე გემის კაპიტანი იყო შოვქათ სალიმოვა გახდა.

ლეილა მამედბეკოვა - პირველი აზერბაიჯანელი ქალი პილოტი. იგი ასევე პირველი ქალი პილოტია კავკასიაში, სამხრეთ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში. მამედბეკოვამ საკუთარი კურსები გახსნა პარაშუტისტებისთვის, სადაც მან მოამზადა ასობით პილოტი და დაახლოებით 4000-მდე მედესანტე[13].

1957, 1967 და 1972 წლებში საბჭოთა პერიოდში ჩატარებული აზერბაიჯანის ქალთა ყრილობები ასევე მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ აზერბაიჯანის ქალთა მოძრაობის განვითარებაში და იძენდნენ უფრო ორგანიზებულ ფორმას.

ყარაბაღის კონფლიქტის აქტიური ფაზის დროს 74 000 აზერბაიჯანელი ჯარისკაციდან 2 000 ქალი იყო და 600 მათგანი პირდაპირ მონაწილეობდა სამხედრო ოპერაციებში. ქალთა სამხედრო სამსახური ნებაყოფლობითი იყო[5].

1998 წელს აზერბაიჯანში შეიქმნა საოჯახო, ქალთა და ბავშვთა საკითხთა სახელმწიფო კომიტეტი[14].

XXI საუკუნე რედაქტირება

2007 წელს რამდენიმე ქალბატონი მნიშვნელოვან თანამდებობებს იყენებდნენ აზერბაიჯანის ხელისუფლებაში. მათ ჰქონდათ დაკავებული ისეთი თანამდებობები, როგორიცაა - პარლამენტის ვიცე-სპიკერი, მინისტრთა რამდენიმე მოადგილე და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოადგილის თანამდებობას.

აზერბაიჯანის კანონმდებლობა არ ზღუდავს  ქალისთვის პოლიტიკური საქმიანობას. 2011 წლის მონაცემებით, აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის 125 წევრიდან 19 ქალი იყო.

2013 წელს აზერბაიჯანში ძალადობის მსხვერპლთა სამი თავშესაფარი გაიხსნა.

2014 წლის მონაცემებით, ქვეყნის მოსახლეობის 50.3% ქალები იყვნენ, რაც შეადგენდა 4,763,600 ადამიანს.

ამჟამად აზერბაიჯანში შეიარაღებულ ძალებში 1000-მდე ქალი მუშაობს ოფიცრების, სერჟანტებისა და რიგით მოხელეებს შორის. ქალთა სამხედრო პერსონალი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში ჩართულია განათლების, საოფისე სამუშაოს, სამედიცინო მომსახურების, საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სფეროში[15].

აზერბაიჯანში მომუშავე ქალთა უმრავლესობა განათლების სფეროშია დასაქმებული.

2014 წელს ქალები ქვეყნის საშუალო სკოლებში პედაგოგთა საერთო რაოდენობის 76.2% -ს შეადგენდნენ. მასწავლებელთა საერთო რაოდენობის 77.5% და პედაგოგთა 47.2% უმაღლეს სასწავლებლებში.

გარდა ამისა, რესპუბლიკის ექიმების 64.4% ქალია. დოქტორანტთა 49.2% და ყველა მეცნიერის 51.2% ქალია. აზერბაიჯანის ეროვნული აკადემიის სამი აკადემიკოსი და 11 ასოცირებული წევრი ქალია.

საჯარო სამსახურში მომუშავე ქალთა საერთო რაოდენობა 28% -ს შეადგენს. მეწარმეების დაახლოებით 17% ქალები არიან.

2014 წელს 7 არასამთავრობო ორგანიზაცია აკრედიტებული იყო ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის სოციალური დახმარების გაწევის მიზნით.

2014 წლის არჩევნების შემდეგ ქვეყნის მუნიციპალიტეტში ქალთა რაოდენობა 2004 წლიდან მოყოლებული 4% -დან 35% -მდე გაიზარდა.

2016 წლისთვის ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობაა 5,012,700, აქედან 2,439,500 ქალია (48.67%). დასაქმებულთა რაოდენობა - 4.759.900, 2.294.2009 - ქალები (48.2%)

2017 წლისთვის აზერბაიჯანის მოსახლეობა 9,810,000, საიდანაც 4,918,800 ქალია, რაც შეადგენს 50.14%[16].

2017 წლის იანვარში ქვეყნის მასშტაბით 4 მილიონ 918 ათას 800 ქალია. მათ შორის მხოლოდ 2016 წელს დაიბადა 159 ათასი 500 ქალი და ეს შეადგენს დაბადებულ ბავშვთა საერთო რაოდენობის 46.8% -ს.

2017 წლისთვის, პედაგოგების რიცხვი 78.1% , საშუალო სპეციალიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში - 76.1%, უმაღლეს სასწავლებლებში - 51.9%, ექიმთა შორის - 64.9%. საჯარო მოხელეთა შორის - სუსტი სქესის 28.7%, მეწარმეებში - 20.9%, სპორტსმენების - 40.2%[17].

ქალთა მიმართ ძალადობა რედაქტირება

2011 წლის განმავლობაში ქალთა და ბავშვთა საკითხთა სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, ქალთა წევრებმა გააძლიეს თავიანთი საქმიანობა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ. ოჯახური ძალადობის საკითხების გაშუქება ასევე დაიწყო მედიაში, რამაც საკითხის მიმართ ინტერესი აამაღლა.

2010 წლის კანონმა შეიმუშავა ოჯახში ძალადობის საჩივრების გამოსაკვლევი ჩარჩო, რომელიც განსაზღვრავს შემაკავებელი ორდერების გაცემის პროცესსა და ასევე ითვალისწინებდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა საცხოვრებელი და სარეაბილიტაციო ცენტრების შექმნის შესაძლებლობას. გაუპატიურებისათვის მაქსიმალური ვადა 15 წელია აზერბაიჯანში. პროსტიტუცია არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა[18].  საზოგადოებრივი სახლების მფლობელების თავისუფლების აღკვეთა 6 წლამდეა[19].

ცნობილი ქალები აზერბაიჯანში რედაქტირება

მაჰსეთი განჯევიXII საუკუნის სპარსელი პოეტი ქალი.

ნაბათ ხანუმ აშურბეილი — ნავთობმწარმოებელი და მეცენატი.

ჰამიდა მამედყულიზადე — აზერბაიჯანის განმანათლებლებისგან ერთ-ერთი პირველთაგანი, საზოგადო მოღვაწე.

ლეილა მამედბეკოვა — პირველი აზერბაიჯანელი ქალი პილოტი.

გამარ ალმასზადეაზერბაიჯანელი საბჭოთა ბალერინა, ბალეტმაისტერი და პედაგოგი.

ბარატ შეკინსკაიააზერბაიჯანელი და საბჭოთა კინოსა და თეატრის მსახიობი ქალი.

ვაჯია სამედოვა — საბჭოთა აზერბაიჯანელი მხატვარი.

ლეილა ვექილოვა — აზერბაიჯანელი საბოთა ბალერინა, ბალეტმეისტერი, პედაგოგი.

ზეინაბ ხანლაროვასაბჭოთა და აზერბაიჯანელი მომღერალი (სოპრანო).

აიდა იმანგულიევასაბჭოთა და აზერბაიჯანელი არაბისტი, ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი.

ფირანგიზ ალიზადე — აზერბაიჯანელი კომპოზიტორი, პიანისტი ქალი, მუსიკათმცოდნე და პედაგოგი.

ზარიფა ალიევა — საბჭოთა ექიმ-ოფთალმოლოგი, აზერბაიჯანის სსრ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი.

აზიზა მუსტაფაზადეაზერბაიჯანელი მომღერალი, პიანისტი და კომპოზიტორი, რომელიც ასრულებს ჯაზ-ფიუჟენს და მუღამს.

მეჰრიბან ალიევა — მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანის მეოთხე პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მეუღლე, კეთილი ნების ელჩი იუნესკო-ში, ოიკ-სა და იოგმკს-ში.

ლეილა ალიევააზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის უფროსი ქალიშვილი და სხვები.

გალერეა რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. КОНСТИТУЦИЯ - president.az
  2. Ocherki istoriia SSSR
  3. Сара Хатун
  4. Первая женщина-дипломат на Востоке – Сара Хатун
  5. 5.0 5.1 5.2 Указ Президента Азербайджанской Республики Гейдара Алиева "Об ‎осуществлении государственной женской политики в Азербайджанской ‎Республике" - Баку, 6 марта 2000 года ‎ - lib.aliyevheritage.org
  6. Хуршидбану Натаван — 182. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-24. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  7. Мечеть Тезе Пир. В дар от Набат ханум
  8. Александринская женская мусульманская школа - Институт рукописей АН (Баку).
  9. Первая мусульманская женская школа на Востоке
  10. 10.0 10.1 Первые мусульманские женщины получившие право голоса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-02-18. ციტირების თარიღი: 2021-12-29.
  11. 11.0 11.1 Первые мусульманские женщины получившие право голоса. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-11-24. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  12. Роль женщин в революции 1917-го: Крупская – не только жена вождя
  13. Мамедбекова Лейла Алескеровна - первая женщина-летчик на Востоке
  14. ГОСУДАРСТВЕННЫЙ КОМИТЕТ ПО ПРОБЛЕМАМ СЕМЬИ, ЖЕНЩИН И ДЕТЕЙ АЗЕРБАЙДЖАНСКОЙ РЕСПУБЛИКИ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-01-05. ციტირების თარიღი: 2018-12-24.
  15. В ВС Азербайджана служит около одной тысячи женщин - минобороны
  16. Численность населения Азербайджана приблизилась к 10 миллионам человек
  17. Statistical database - stat.gov.az
  18. Закон Азербайджанской Республики o борьбе с торговлей людьми - mia.gov.az
  19. Country Reports on Human Rights Practices for 2017