ფუტკრის რძე — თეთრი, ფაფისებრი კონსისტენციის ნივთიერება. იგი 130-ზე მეტი ორგანული ნაერთებისაგან შედგება. გამოიყოფა მუშა ფუტკრის ყბისზედა ჯირკვლების სეკრეციის შედეგად. მკვებავი ფუტკრების ფუტკრის რძით კვებავენ მუშა და მამალ ფუტკრებს ბარტყობის პერიოდის პირველი 3 დღის განმავლობაში, ხოლო დედა ფუტკარს — მატლობის პერიოდში განვითარების მთელ მანძილზე. ფუტკრის რძის მიღების წინა პირობაა ფუტკრის ოჯახის მიერ დედის გამოყვანა. ოჯახის დაობლების შემდეგ სამუშე ლავრა (ჭუპრი) უნდა გარდაიქმნას სადედე ლავრად. ამ შემთხვევაში სამუშე ლავრიან უჯრას ფუტკრები რძით გაავსებენ და ეს საკვები, ხდება მიზეზი, იმისა, რომ მუშა ფუტკრის ნაცვლად (ცოცხლობს 3-5 თვე) მიიღება დედა ფუტკარი (ცოცხლობს 5-7 წელი). სწორედ ამ უჯრედებიდან, დედა ფუტკრის გამოჩეკვამდე, ხდება ფუტკრის რძის შეგროვება მეფუტკრის მიერ. ფუტკრის რძეს მჟავე გემო აქვს, შეიცავს ცილებს, ცხიმებს, შაქრებს, მინერალურ მარილებს, ვიტამინებს და სხვა. ფუტკრის რძის პრეპარატებს (აპილაკი) იყენებენ მედიცინაში

ფუტკრის რძით გარშემორტყმული დედოფლის მატლი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება