ფუგუ (ლათ. Takifugu) — თევზების გვარი მუცელნემსასებრთა ოჯახისა. სხეულის სიგრძე 80 სმ-მდეა, დაფარულია ნემსებით. საფრთხის შემთხვევაში შეუძლიათ სხეულის ზომისა და ფორმის შეცვლა, რა დროსაც კუჭს წყლით ან ჰაერით ივსებს. ცნობილია 25 სახეობა. უპირატესად ბინადრობენ წყნარი ოკეანის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, გვხვდება ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონის მტკნარ წყლებშიც. ყოვლისმჭამელი თევზებია. საკვებად გამოიყენება უმთავრესად იაპონიაში. ყველაზე მეტად შესწავლილია მურა ფუგუ (Takifugu rubripes; სხეულის სიგრძე ჩვეულებრივ დაახლ. 40 სმ). მის ზურგის ფარფლში 16–19 რბილი სხივია, ანალურში — 13–16. ფუგუების ღვიძლი და საკვერცხეები, ასევე (მცირე რაოდენობით) კანი და სათესლეები შეიცავს შხამ ტეტროდოტოქსინს. ხორცი შხამიანი არ არის,[1] თუმცა მისი ჭამა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ახლად დაჭერილ თევზს საგულდაგულო წესით გაწმენდს და გაასუფთავებს ფუგუს სპეციალისტი მზარეული.[2]
ფუგუ |
---|
მურა ფუგუ (Takifugu rubripes) |
მეცნიერული კლასიფიკაცია |
---|
|
ლათინური სახელი |
---|
Takifugu (Abe, 1949) |
სინონიმები |
---|
- Physogaster (Müller, 1841)
- Gastrophysus (Müller, 1843)
- Aphanacanthe (Bibron in Duméril, 1855)
- Aphanacanthus (Troschel, 1856)
- Torafugu (Abe, 1939)
- Shosaifugu (Abe, 1949)
- Higanfugu (Abe, 1949)
- Fugu (Abe, 1952)
- Akamefugu (Abe, 1954)
|
|