ფროზინონეს პროვინცია
ფროზინონეს პროვინცია (იტალ. Provincia di Frosinone) — პროვინცია იტალიაში, ლაციოს რეგიონში. დედაქალაქია ფროზინონე. პროვინციის ფართობი 3 244 კმ²-ია, მოსახლეობა 489 042 (2008).
პროვინცია შეიქმნა 1926 წელს, სამეფო დეკრეტის საფუძველზე, ლაციოსა და კამპანიის რეგიონების ტერიტორიებზე. კამპანიის არეალი მდინარე ლირი-გარილიანოს მარცხნივ მდებარეობდა. სორას რაიონი, კომინოს ხეობა, კასინოს რაიონი, ფორმიისა და გაეტის ყურეები, პონტინის კუნძულები კი საუკუნეთა მანძილზე ნეაპოლის სამეფოს ეკუთვნოდა და ტერა-დი-ლავოროს პროვინცია ეწოდებოდა.
კომუნებირედაქტირება
პროვინცია 91 კომუნისგან შედგება. ცხრილში მოცემულია მათ შორის მოწინავე ათეული მოსახლეობის რაოდენობის მხრივ:
კომუნა | მოსახლეობა |
---|---|
ფროზინონე | 48 621 |
კასინო | 32 617 |
ალატრი | 27 993 |
სორა | 26 430 |
ჩეკანო | 22 495 |
ფერენტინო | 20 523 |
ვეროლი | 20 144 |
ანანი | 19 330 |
პონტეკორვო | 13 214 |
მონტე-სან-ჯოვანი-კამპანო | 12 818 |