ფრედერიკ გრანტ ბანტინგი
სერ ფრედერიკ გრანტ ბანტინგი (დ. 14 ნოემბერი, 1891, ალისონი (ონტარიო) — გ. 21 თებერვალი, 1941, ნიუფაუნდლენდი) — კანადელი ფიზიოლოგი. ინსულინის აღმოჩენისა და წმინდა სახით მიღებისათვის (1921-1922) სხვებთან ერთად მიენიჭა ნობელის პრემია (1923).
1923 წელს ბანტინგმა და ჯონ ჯეიმზ რიკარდ მაკლეოდმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინაში.[19][20][21] ბანტინგმა ტიტული და თანხა გაიზიარა კოლეგასთან, ჩარლზ ბესტთან . 2018 წლის მონაცემებით ბანტინგი, რომელმაც მიიღო ნობელის პრემია 32 წლის ასაკში, რჩება ნობელის ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატად ფიზიოლოგიის / მედიცინის სფეროში.[22] იმავე წელს, კანადის მთავრობამ მისცა ბანტინგს უვადო დაფინანსება მისი საქმიანობის გასაგრძელებლად.[23] 1934 წელს მას მიენიჭა რაინდის ტიტული მეფე ჯორჯ V-ის მიერ.[24]
ადრეული წლები
რედაქტირებაფრედერიკ ბანტინგი დაიბადა 1891 წლის 14 ნოემბერს ალისტონის მახლობლად მდებარე ფერმის სახლში, ონტარიოში.[25] უილიამ ტომსონ ბანტინგისა და მარგარეტ გრანტის ხუთი შვილიდან უმცროსი გახლდათ.[26] იგი შევიდა ალისტონის საჯარო სკოლაში. 1910 წელს, მან დაიწყო ზოგადი ხელოვნების პროგრამის სწავლა ვიქტორიის კოლეჯში, ტორონტოს უნივერსიტეტის ნაწილში. პირველი წლის წარუმატებლობის შემდეგ, მან მოითხოვა სამედიცინო პროგრამაზე გადასვლა 1912 წელს და მიიღეს კიდეც. მან სამედიცინო სკოლაში სწავლა დაიწყო 1912 წლის სექტემბერში.[27] :28–29
1914 წელს, 16 აგვისტოს, შემდეგ კი ოქტომბერში, იგი ცდილობდა შეერთებოდა არმიას, მაგრამ ცუდი მხედველობის გამო უარი უთხრეს.[27] :33–34 ბანტინგი წარმატებით შეუერთდა ჯარს 1915 წელს და სკოლაში დაბრუნებამდე ზაფხულის წვრთნა გაიარა. მის კლასს დაჩქარებულად ასწავლიდნენ, რადგან ომისთვის მეტი მედ-პერსონალი ჰყოლოდათ. ამრიგად, მან 1916 წლის დეკემბერში დაამთავრა სწავლა და მეორე დღეს სამხედრო მოვალეობის შესასრულებლად უხმეს.[27] :36–37 იგი დაჭრეს კამბრას ბრძოლაში 1918 წელს. დაზიანებების მიუხედავად, იგი სხვა დაშავებულებს თექვსმეტი საათის განმავლობაში ეხმარებოდა, ვიდრე სხვა ექიმმა არ შეაჩერა. მას მიენიჭა სამხედრო ჯვარი 1919 წელს, გმირობისთვის.[19] 1918 წელს მას ლონდონის ექიმთა სამეფო კოლეჯის მიერ მედიცინის, ქირურგიის და გინეკოლოგიის პრაქტიკის ლიცენზია მიენიჭა.
ბანტინგი ომის შემდეგ დაბრუნდა კანადაში და გაემგზავრა ტორონტოში მისი ქირურგიული მომზადების დასასრულებლად. სწავლობდა ორთოპედიულ მედიცინას და 1919–1920 წლებში იყო ბავშვთა ჰოსპიტალში რეზიდენტ-ქირურგი. ბანტინგმა ვერ შეძლო საავადმყოფოს პერსონალში ადგილის მოპოვება და ამიტომ მან გადაწყვიტა ლონდონში, ონტარიოში გადასვლა, სამედიცინო პრაქტიკის ასამაღლებლად. 1920 წლის ივლისიდან 1921 წლის მაისამდე მან განაგრძო ზოგადი პრაქტიკა, ხოლო ნახევარ განაკვეთზე ასწავლიდა ორთოპედიას და ანთროპოლოგიას ლონდონის, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში, რადგან მისი სამედიცინო პრაქტიკა განსაკუთრებით წარმატებული არ ყოფილა. 1921-1922 წლებში იგი ლექციებს ატარებდა ფარმაკოლოგიაში, ტორონტოს უნივერსიტეტში. მან მიიღო მაგისტრის ხარისხი 1922 წელს, და ასევე მიენიჭა ოქროს მედალი.
სამედიცინო გამოკვლევა
რედაქტირებაინსულინის იზოლაცია
რედაქტირებასტატიამ, რომელიც მან პანკრეასის შესახებ წაიკითხა, განავრცო ბანტინგის ინტერესი დიაბეტის მიმართ . ბანტინგს მოუხდა საუბარი პანკრეასის შესახებ, მის ერთ – ერთ კლასში, დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტში, 1920 წლის 1 ნოემბერს, რის გამოც კითხულობდა ცნობებს, რომლებსაც წერდნენ სხვა მეცნიერები.[27] :51–52 ბერნარდ ნაუნინის, ოსკარ მინკოვსკის,ევგენი ლინდსი ოპის, ედვარდ შარპი-შაფერის კვლევების მიხედვით და სხვათა ვარაუდით, დიაბეტი იწვევს ცილის ჰორმონის სეკრეციას პანკრეასის კუნძულების მიერ. შაფერმა დაასახელა ეს სავარაუდო ჰორმონი "ინსულინი". ფიქრობდა, რომ ჰორმონი აკონტროლებს შაქრის მეტაბოლიზმს; მისმა ნაკლებობამ გამოიწვია სისხლში შაქრის მომატება, რომელიც გამოიყოფა შარდში. პანკრეასის უჯრედებიდან ინსულინის მოპოვების მცდელობები წარუმატებელი აღმოჩნდა, სავარაუდოდ, პანკრეასის პროტეოლიზის ფერმენტის მიერ ინსულინის განადგურების გამო. გამოწვევა იყო მისი განადგურების დაწყებამდე ინსულინის პანკრეასიდან მოპოვების გზის გამონახვა.[19]
მოსე ბარონმა 1920 წელს გამოაქვეყნა სტატია, სადაც აღწერილია პანკრეასის სადინარის ექსპერიმენტული დახურვა ლიგატურით; ამან კიდევ უფრო იმოქმედა ბანტინგის აზროვნებაზე. ბანტინგი მიხვდა, რომ ეს პროცედურა ანადგურებს ტრიფსინის სეკრეციის უჯრედებს, მაგრამ არა ინსულინს. მას შემდეგ რაც ტრიფსინის სეკრეციის უჯრედები განადგურდა, ინსულინის მოპოვება შესაძლებელი იყო ლანგერჰანის კუნძულებიდან(პანკრეასის კუნძულები). ბანტინგმა ეს მიდგომა ტოროტონის უნივერსიტეტის ფიზიოლოგიის პროფესორ, ჯონ მაკლეოდთან განიხილა. მაკლეოდმა უზრუნველყო ექსპერიმენტული საშუალებები და მისი ერთ-ერთი სტუდენტის ჩარლზ ბესტის დახმარება ბანტინგისთვის. ბანტინგმა და ბესტმა, ბიოქიმიკოს ჯეიმზ კოლიფის დახმარებით დაიწყეს ინსულინის წარმოება.[19]
1921 წლის დეკემბრისთვის მან შეძლო მოზრდილთა პანკრეასისგან ინსულინის მოპოვება.[28] ღორის და საქონლის სხეული დარჩა ინსულინის პირველადი კომერციული წყარო, სანამ XX საუკუნის ბოლოს არ ჩანაცვლდა გენეტიკურად სინთეზირებული ბაქტერიით . 1922 წლის გაზაფხულზე, ბანტინგმა გაიარა კერძო პრაქტიკა ტორონტოში და დაიწყო დიაბეტით დაავადებულთა მკურნალობა. მისი პირველი ამერიკელი პაციენტი იყო ელიზაბეტ ჰიუჯ გოსეტი, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩარლზ ევანზ ჰიუჯის ქალიშვილი.[29]
ბანტინგს და მაკლეოდს ერთობლივად მიენიჭათ 1923 წლის ნობელის პრემია ფიზიოლოგიის და მედიცინის დარგში. ბანტინგმა ფულადი ჯილდოს ნახევარი გაუყო ბესტს, ხოლო მაკლეოდმა ჯილდოს ნახევარი ჯეიმზ კოლიპს გაუნაწილა.[29]
ინსულინის შემდეგ
რედაქტირებაბანტინგი დაინიშნა მედიცინის უფროს წარმომადგენლად ტოროტოს უნივერსიტეტში, 1922 წელს. მომდევნო წელს იგი აირჩიეს ახალ, ბანტინგისა და ბესტის სამედიცინო კვლევების კათედრაში, რომელიც ონტარიოს პროვინციის საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით შეიქმნა. ასევე მსახურობდა საპატიო კონსულტანტ-ფიზიოლოგად ტორონტოში, დაავადებულ ბავშვთა საავადმყოფოში და დასავლეთ ტორონტოს საავადმყოფოში.
1938 წელს ბანტინგის დაინტერესებამ საავიაციო მედიცინაში განაპირობა მისი მონაწილეობა კანადის სამეფო საჰაერო ძალებთან (RCAF) კვლევაში, რომელიც ეხმიანებოდა ფიზიოლოგიურ პრობლემებს. ბანტინგი ხელმძღვანელობდა RCAF- ის რიგით პირველ კლინიკურ საინვესტიციო გაერთიანებას (CIU), რომელიც საიდუმლო დაწესებულებაში იყო განთავსებული, ტორონტოში, ყოფილი ეგლინტონ ჰანტ კლუბის საფუძველზე.[30]
მეორე მსოფლიო ომის დროს მან გამოიკვლია ავიატორების პრობლემები.[19] ის, ასევე დაეხმარა ვილბურ ფრენკს G-suit-ის(ტანისამოსი) გამოგონებაში.[27] :255
პირადი ცხოვრება
რედაქტირებაბანტინგი ორჯერ დაქორწინდა. მისი პირველი ქორწინება მარიონ რობერტსონთან იყო 1924 წელს; მათ შეეძინათ ერთი შვილი, უილიამი (1929-1998). ისინი განქორწინდნენ 1932 წელს და ბანტინგი დაქორწინდა ჰენრიეტა ბალზე, 1937 წელს.[19]
1941 წლის თებერვალში ბანტინგი გარდაიცვალა. ბანტინგი და მისი ცოლი დაკრძალულნი არიან ტორონტოში მაუნტ ფლიზენთის სასაფლაოზე .[31]
ჯილდოები და ღირსებები
რედაქტირება1923 წელს ფიზიოლოგიასა და მედიცინაში ნობელის პრემია მიანიჭეს [20][21] რომელიც მან გაზიარა მაკლეოდთან - მან მიიღო ტორონტოს უნივერსიტეტის რივერის პრემია (1922).[32] 1923 წელს კანადის პარლამენტმა მას ყოველწლიური ფულადი ჯილდო მიანიჭა 7500 დოლარის ოდენობით.[23] 1927 წელს ედინბურგის უნივერსიტეტის თერაპევტთა კამერონის პრემია მიიღო. იგი იყო მრავალი სამედიცინო აკადემიისა და საზოგადოების წევრი, კანადასა და მის ფარგლებს გარეთ, მათ შორის ბრიტანული და ამერიკული ფიზიოლოგიური საზოგადოებების და ამერიკის ფარმაკოლოგიური საზოგადოების წევრი. 1934 წელს მას მიენიჭა ბრიტანეთის იმპერიის ორდენის კავალერის წოდება (KBE) [24] და გახდა დიაბეტთა ასოციაციის აქტიური ვიცე-პრეზიდენტი. 1935 წლის მაისში იგი აირჩიეს სამეფო საზოგადოების წევრად.[33][34][35] 2004 წელს ბანტინგი წარმოდგენილი იყო ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზში. 1941 წლიდან, დიაბეტით დაავადებულთა ამერიკულმა ასოციაციამ ბანტინგის სახელობის მედალი დააწესა დიაბეტის კვლევაში და მკურნალობაში გრძელვადიანი წვლილის მქონე პირთათვის.[36]
საპატიო ხარისხები
რედაქტირებასერ ფრედერიკ ბანტინგმა მიიღო საპატიო ხარისხი რამდენიმე უნივერსიტეტიდან:
- დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტი ( LL. D ) 1924 წლის 30 მაისს [37]
- ტორონტოს უნივერსიტეტი ( D.Sc. ) 1924 წელს [38]
- დედოფლის უნივერსიტეტი (LL. D.) 1924 წელს [19][38]
- მიჩიგანის უნივერსიტეტი (LL. D.) 1924 წელს [38]
- იელის უნივერსიტეტი (D.Sc.) 1924 წელს [38]
- ნიუ-იორკის უნივერსიტეტი (D.Sc.) 1931 წელს [38]
- მაკგილის უნივერსიტეტი (D.Sc.) 1939 წელს [38][39]
საპატიო ეპონიმები
რედაქტირებაღონისძიებები
რედაქტირება- ბანტინგის ლექციები, ყოველწლიური ლექციების სერია, რომელიც ორგანიზებულია ამერიკის დიაბეტით დაავადებულთა ასოციაციის მიერ.
- ბანტინგის ჯილდო - ძალიან პრესტიჟული ჯილდო, კანადაში, საუკეთესო მკვლევართათვის, რომელიც წელიწადში 70,000 დოლარს შეადგენს.
სკოლები
რედაქტირება- ონტარიო: ბანტინგის და ბესტის საჯარო სკოლა, ტორონტო
- ონტარიო: ბანტინგის სახელობის უმაღლესი სკოლა, ალისტონი
- ონტარიო: სერ ფრედერიკ ბანტინგის საშუალო სკოლა, ლონდონი
- ბრიტანეთის კოლუმბია: École Banting Middle School,Coquitlam
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 1977.
- Banting, F. G.; Best, C. H. (2009). „The Journal of Laboratory and Clinical Medicine: Vol. VII St. Louis, February, 1922 No. 5“. Nutrition Reviews. 45 (4): 55–57. doi:10.1111/j.1753-4887.1987.tb07442.x. PMID 3550540.
- Bliss, Michael [1982] (1990). The Discovery of Insulin, 3rd, University of Toronto Press. ISBN 978-0-8020-8344-9.
- Jackson, A.Y. (1943). Banting as an Artist. Ryerson Press.
- Shaw, Margaret Mason (1976). Frederick Banting. Fitzhenry & Whiteside. ISBN 978-0-88902-229-4.
- Stevenson, Lloyd (1946). Sir Frederick Banting. Ryerson Press.
- Harris, Seale (1946). Banting's miracle; the story of the discoverer of insulin. Lippincott.
- Walters, Eric (2005). Elixir. Puffin Canada. ISBN 978-0-14-301641-0.
- Raju, T. N. (1998). „The Nobel Chronicles. 1923: Frederick G Banting (1891–1941), John J R Macleod (1876–1935)“. Lancet. 352 (9138): 1482. doi:10.1016/s0140-6736(05)61319-0. PMID 9808029.
- Hudson, R. P. (1979). „New light on the insulin controversy (Frederick G. Banting and J. J. R. Macleod)“. Annals of Internal Medicine. 91 (2): 311. doi:10.7326/0003-4819-91-2-311. PMID 380438.
- Fletcher, K. (2007). „Sir Frederick Banting homestead sold to developer, family outraged“. Canadian Medical Association Journal. 176 (12): 1691–92. doi:10.1503/cmaj.070613. PMC 1877854. PMID 17548378.
- Shampo, M. A.; Kyle, R. A. (2005). „Frederick Banting – Nobel Laureate for Discovery of Insulin“. Mayo Clinic Proceedings. 80 (5): 576. doi:10.4065/80.5.576. PMID 15887423.
- MacLeod, J. B. A. (2006). „Frederick G. Banting: Giving Prospects for Life from the Past to the New Millennium“. Archives of Surgery. 141 (7): 705–07. doi:10.1001/archsurg.141.7.705. PMID 16847245.
- Elliot, J. C. (2004). „Banting – a Nobel artist“. The Medical Journal of Australia. 181 (11–12): 631. doi:10.5694/j.1326-5377.2004.tb06494.x. PMID 15588191.
- Todhunter, E. N. (1953). „Frederick G. Banting, November 14, 1891–February 22, 1941“. Journal of the American Dietetic Association. 29 (11): 1093. PMID 13108539.
- Les caprices du Nobel by William Rostène, ed. L'Harmattan (Paris), 2013 (in French) ISBN 978-2-343-01844-7
გარე ბმულები
რედაქტირება- ფრედერიკ გრანტ ბანტინგი — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- Banting House National Historic Site დაარქივებული 2021-01-17 საიტზე Wayback Machine.
- nobelprize.org including the Nobel Lecture on September 15, 1925 Diabetes and Insulin
- Ontario Plaques - The Discovery of Insulin დაარქივებული 2015-12-22 საიტზე Wayback Machine.
- CBC Digital Archives - Chasing a Cure for Diabetes
- Simcoe County Archives - 'Sir Frederick Banting'
- Famous Canadian Physicians: Sir Frederick Banting at Library and Archives Canada
- World Diabetes Day on Banting's Birthday, November 14
- 1928 A.Y. Jackson and Frederick Banting NWT Historical Timeline, Prince of Wales Northern Heritage Centre
- Frederick Banting Papers, Thomas Fisher Rare Book Library დაარქივებული 2012-03-14 საიტზე Wayback Machine.
- The Discovery and Early Development of Insulin Digital Collection, Toronto
- ფრედერიკ გრანტ ბანტინგი — Find a Grave-ზე
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118506420 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ 2.0 2.1 SNAC — 2010.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Find a Grave — 1996.
- ↑ University of Toronto, Laval University Dictionary of Canadian Biography, Dictionnaire biographique du Canada / G. Brown, D. Hayne, F. Halpenny et al. — UTP, Presses de l'Université Laval, 1959. — ISSN 0420-0446; 0070-4717
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ 7.0 7.1 Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Brozović D., Ladan T. Hrvatska enciklopedija — LZMK, 1999. — 9272 გვრ.
- ↑ 9.0 9.1 Base biographique — BIU Santé.
- ↑ Munk's Roll
- ↑ The Nobel Prize in Physiology or Medicine 1923 — Nobel Foundation.
- ↑ Table showing prize amounts — Nobel Foundation, 2019.
- ↑ Laureates of The Canadian Medical Hall of Fame — კანადის მედიცინის დიდების დარბაზი.
- ↑ ეროვნულ გამომგონებელთა დიდების დარბაზი — 1973.
- ↑ Commonwealth War Graves Commission database
- ↑ https://thejohnscottaward.github.io/jsc/1901-1950.html
- ↑ Plarr's Lives of the Fellows
- ↑ https://www.cma.ca/get-involved/awards/fng-starr-award
- ↑ 19.0 19.1 19.2 19.3 19.4 19.5 19.6 ფრედერიკ გრანტ ბანტინგი საიტზე Nobelprize.org, წაკითხვის თარიღი: 30 აპრილი, 2020
- ↑ 20.0 20.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Royal Karolinska Institute. .
- ↑ 21.0 21.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Royal Karolinska Institute. .
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს..
- ↑ 23.0 23.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Toronto Daily Star. .
- ↑ 24.0 24.1 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.Order of the British Empire. .
- ↑ (1959) The Discoverer of Insulin: Dr. Frederick G. Banting.
- ↑ Frederick Grant Banting en (February 24, 2015). ციტირების თარიღი: April 4, 2016.
- ↑ 27.0 27.1 27.2 27.3 27.4 (1992) Banting: A Biography.
- ↑ Rosenfeld, Louis (December 1, 2002). „Insulin: Discovery and Controversy“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ 29.0 29.1 Bliss, Michael (1982) The Discovery of Insulin. Chicago: University of Chicago Press. ISBN 978-0226058979.
- ↑ Canadian Space Agency. Canada's Aerospace Medicine Pioneers – World War II Jump-Starts Aviation Medicine in Canada. Retrieved January 3, 2012. Error in webarchive template: Check
|url=
value. Empty.Category:Webarchive template errors - ↑ Mount Pleasant Cemetery Website. ციტირების თარიღი: November 11, 2018
- ↑ Winners named for Reeve prize: F.G. Banting and C.H. Best are Granted Award (October 1922). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-06-29. ციტირების თარიღი: 2020-06-28.
- ↑ Best (November 1, 1942). „Frederick Grant Banting 1891–1941“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - ↑ List of Fellows of the Royal Society 1660 – 2007 (July 2007). ციტირების თარიღი: July 29, 2015
- ↑ Banting, Sir Frederick Grant. ციტირების თარიღი: November 13, 2013
- ↑ Wood, Matt. (2013-06-19) Graeme Bell Wins Banting Medal for Scientific Achievement Award en-US. ციტირების თარიღი: 2019-12-04
- ↑ Honorary Degrees Awarded, 1881–present. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 8, 2021. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
- ↑ 38.0 38.1 38.2 38.3 38.4 38.5 Banting, Frederick Grant, Sir, Papers. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 14, 2012. ციტირების თარიღი: July 29, 2015.
- ↑ McGill University Honorary Degree Recipients. ციტირების თარიღი: July 29, 2015. [მკვდარი ბმული]