პაულსკირხეს კონსტიტუცია

(გადამისამართდა გვერდიდან ფრანკფურტის კონსტიტუცია)

პაულსკირხეს კონსტიტუცია (გერმ. Paulskirchenverfassung), ასევე ფრანკფურტის საიმპერიო კონსტიტუცია (გერმ. Frankfurter Reichsverfassung) — დემოკრატიულ საფუძვლებზე დამყარებული პირველი კონსტიტუცია სრულიად გერმანიისათვის, რომელსაც ფაქტობრივად არ უმოქმედია. იგი შეიმუშავა და გერმანიის იმპერიის კონსტიტუციის სახელით 1849 წელის 28 მარტს გამოაქვეყნა ფრანკფურტის დამფუძნებელმა ეროვნულმა კრებამ, რომელიც 1848 წლის გერმანული რევოლუციის შემდეგ შეიკრიბა მაინის ფრანკფურტში, წმინდა პავლეს ტაძარში. ამ ტაძრის გერმანული სახელწოდებიდან (Paulskirche) მომდინარეობს კონსტიტუციის სახელწოდება.

1998 წლის გერმანული საფოსტო მარკა, რომელიც პაულსკირხეს კონსტიტუციის 150 წლისთავს მიეძღვნა

პაულსკირხეს კონსტიტუცია ითვალისწინებდა ადამიანის ძირითადი უფლებების მთელ კატალოგს, სახელმწიფო წყობილებად აფუძნებდა კონსტიტუციურ მონარქიას, რომლის სათავეშიც მემკვიდრეობითი იმპერატორი (კაიზერი) იდგებოდა. იმპერატორად იგეგმებოდა პრუსიის მეფის ფრიდრიხ ვილჰელმ IV-ის დასმა, თუმცა მან უარი განაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად პაულსკირხეს კონსტიტუცია გამოქვეყნებისთანავე, 1849 წლის 28 მარტს შევიდა ძალაში, მან ვერ გაუძლო პრუსიის მეფისა და სხვა გერმანელი მმართველების წინააღმდეგობას და ფაქტობრივად ვერ ამოქმედდა.

პაულკირხეს კონსტიტუციის მრავალი მუხლი უცვლელად შევიდა ვაიმარის კონსტიტუციაში, მოგვიანებით კი გერმანიის თანამედროვე ძირითად კანონში.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Jörg-Detlef Kühne: Die Reichsverfassung der Paulskirche. Vorbild und Verwirklichung im späteren deutschen Rechtsleben. მე-2 გამოცემა, Neuwied 1998, ISBN 3-472-03024-0.
  • Karl Binding: Der Versuch der Reichsgründung durch die Paulskirche. Schutterwald/Baden 1998, ISBN 978-3-928640-45-9.
  • Brian E. Vick: Defining Germany: The 1848 Frankfurt Parliamentarians and National Identity. Harvard University Press, 2002, ISBN 0-674-00911-8.
  • Simon Kempny: Die Staatsfinanzierung nach der Paulskirchenverfassung. Eine Untersuchung des Finanz- und Steuerverfassungsrechts der Verfassung des deutschen Reiches vom 28. März 1849. Tübingen 2011, ISBN 978-3-16-150814-1.