ფრანკონიული დინასტია
ფრანკონიული დინასტია, სალიკური დინასტია — გერმანიიის მეფეებისა და საღვთო რომის იმპერიის იმპერატორების დინასტია 1024-1125, შეცვალა საქსონიური დინასტია. ფრანკონიული დინასტია დააარსა კონრად მეორემ (1024-1039), რომელიც წარმოშობით წარჩინებული ფრანკონიული საგვარეულოდან იყო. მისი მემკვიდრეები არიან ჰაინრიხ მესამე (1039-1056), ჰაინრიხ მეოთხე (1059-1106), ჰაინრიხ მეხუთე (1106-1125). ფრანკონიული დინასტიის წარმომადგენლები ცდილობდნენ სამეფო ძალაუფლების განმტკიცებას მინისტერიალებსა და რაინდობაზე დაყრდნობით. ამ დინასტიის უკანასკნელი წარმომადგენლების მეფობის დროს მიმდინარეობდა ბრძოლა პაპობასთან ინვესტიტურისათვის.
შპაიერის ტაძარი, სალიკური დინასტიის იმპერატორების დაკრძალვის ადგილი.
სალიკური დინასტიის მეფეები და იმპერატორებირედაქტირება
- კონრად II 1024-1039, იმპერატორი 1027
- ჰაინრიხ III 1039-1056, იმპერატორი 1046
- ჰაინრიხ IV 1056-1106 იმპერატორი 1084
- კონრადი იტალიის მეფე (1087–1098, მამამისს -ჰაინრიხ IV-ს დაქვემდებარებული ნომინალური მეფე)
- ჰაინრიხ V 1106-1125, იმპერატორი 1111
იმპერატორად გახდომის თარიღებად აღებულია მათი არჩევის და შემდგომ კორონაციის თარიღი.
იხილეთ აგრეთვერედაქტირება
ლიტერატურარედაქტირება
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 392.