ფრანკოკრატია (ბერძ. Φραγκοκρατίαფრანკების მმართველობა), ლათინოკრატია (ბერძ. Λατινοκρατίαლათინთა მმართველობა) ან ვენეტოკრატია (ბერძ. Βενετοκρατίαვენეციელთა მმართველობა) — პერიოდი საბერძნეთის ისტორიაში მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის (1204) შემდეგ, როდესაც უპირველესად დაარსდა ფრანგული და იტალიური სახელმწიფოები დაშლილი ბიზანტიის იმპერიის ტერიტორიაზე.

ფრანკოკრატიის დასაწყისი: მეოთხე ჯვაროსნული ლაშქრობის შემდეგ დაშლილი ბიზანტიის იმპერია.

ტერმინი მომდინარეობს იქიდან, რომ ბერძნენი მართლმადიდებლები დასავლეთ ევროპელ კათოლიკეებს ლათინებს უწოდებდნენ, რომელთა უმრავლესობა ფრანგი (ფრანკი) და ვენეციელი იყო. ფრანკოკრატიის პერიოდის ხანგრძლივობა ყველა რეგიონისთვის განსხვავებულია: პოლიტიკური სიტუაცია უკიდურესად არასტაბილურ იყო, რადგან ფრანკული სახელმწიფოები დანაწევრებული და ხელიდან ხელში გადასულ იქნა, ხოლო ხშირ შემთხვევაში ბერძნებმა შეძლეს მათი დაბრუნება.

ლიტერატურა რედაქტირება