ფორტ-ჟესუსი

(გადამისამართდა გვერდიდან ფორტ ჟესუსი)

ფორტ-ჟესუსი (პორტ. Forte Jesus de Mombaça) — პორტუგალიური საფორტიფიკაციო ნაგებობა კენიაში, მდებარეობს კუნძულ მომბასაზე, ქალაქ მომბასას სიახლოვეს და აშენებულია მისი დაცვის მიზნით. აგებულია 1593 წელს, ესპანეთისა და პორტუგალიის გაერთიანებული სამეფოს მმართველის, ფილიპეს ბრძანებით (ესპანეთის მეფე ფილიპე II). 2011 წელს ის იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შეიტანა, როგორც XVI საუკუნის პორტუგალიური სამხედრო საფორტიფიკაციო ნაგებობის თვალსაჩინო ნიმუში.[1]

ფორტ-ჟესუსი, მომბასა*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა კენიის დროშა კენია
ტიპი კულტურული
კრიტერიუმები ii, v
სია [1]
რეგიონი** აფრიკა
კოორდინატები 4°03′46″ ს. გ. 39°40′47″ ა. გ. / 4.06278° ს. გ. 39.67972° ა. გ. / -4.06278; 39.67972
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2011  (35-ე სესია)
ნომერი 1295
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1295
ინგლ.რუს.ფრ.

ნაგებობა 1958 გაფორმდა ისტორიულ მონუმენტად, ამჟამად კი მასში მუზეუმია გახსნილი.

ციხესიმაგრე დააპროექტა მილანელმა არქიტექტორმა ჯოვანი ბატისტა კაირატიმ, რომელიც პორტუგალიის აღმოსავლეთის სამფლობელოების მთავარი არქიტექტორი იყო. ის იყო ევროპის ფარგლებს გარეთ აგებული ევროპული სტილის პირველი ციხესიმაგრე, რომელიც ზარბაზნების ცეცხლისგან თავდაცვის გათვალისწინებით დაპროექტდა.[2] პორტუგალიური სამხედრო არქიტექტურის ეს საუკეთესო ნიმუში რამდენიმეჯერ შეცვალეს ომანელმა არაბებმა და ბრიტანელებმა.[3] ციხესიმაგრემ სულ მალე შეიძინა სასიცოცხლო მნიშვნელობა მათთვის, ვისაც სურდა კუნძულ მომბასასა და მიმდებარე სავაჭრო არეალების კონტროლი. როდესაც ბრიტანელებმა კენიის კოლონიზაცია მოახდინეს, ნაგებობა ციხედ გადააკეთეს, ასე გრძელდებოდა 1958 წლამდე, სანამ მას ამჯერად ისტორიულ მონუმენტად გააფორმებდნენ. 1958-1971 წლებში მონუმენტზე არქეოლოგიურ გათხრებს აწარმოებდა ჯეიმზ კირკმენი.[3]

დღეისათვის პორტ-ჟესუსი ადგილობრივ და უცხოელ ტურისტთა შორის პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. http://whc.unesco.org/en/list/1295
  2. Gilbert, Erik, and Jonathan T. Reynolds. Africa in World History: From Prehistory to Present. New Jersey: Pearson Education, 2008, გვ. 225
  3. 3.0 3.1 Kirkman, J. 1974. Fort Jesus: A Portuguese Fortress on the East African Coast Clarendon Press: Oxford