ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკი

(გადამისამართდა გვერდიდან ფონგ ნჰა კე ბანგის ეროვნული პარკი)

ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკი (ვიეტ. Vườn quốc gia Phong Nha-Kẻ Bàng) — ეროვნული პარკი და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი ვიეტნამის ჩრდილო-ცენტრალურ ტერიტორიაზე, დედაქალაქ ჰანოიდან დაახლოებით 500 კმ-ით სამხრეთით. დასავლეთით ესაზღვრება ლაოსი, ხოლო აღმოსავლეთ საზღვრიდან 42 კმ-ში მდებარეობს სამხრეთ ჩინეთის ზღვა. პარკის ფართობი დაახლოებით 857.54 კმ²-ია.

ფონგ-ნჰა-კე-ბანგის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანა ვიეტნამის დროშა ვიეტნამი
ტიპი ბუნებრივი
კრიტერიუმები viii
სია [1]
რეგიონი** აზია-ოკეანეთი
კოორდინატები 17°32′14″ ჩ. გ. 106°09′00″ ა. გ. / 17.53722° ჩ. გ. 106.15000° ა. გ. / 17.53722; 106.15000
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2003  (27-ე სესია)
ნომერი 951
გაფართოება 2015 -
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 951
ინგლ.რუს.ფრ.

პარკი შეიქმნა მსოფლიოში უდიდესი ორი კარსტული რეგიონის, 300 მღვიმისა და გროტის, ასევე კირქვების ტყის ეკოსისტემის დაცვის მიზნით.

აღნიშნული 300 გამოქვაბული და გროტი განლაგებულის 70 კმ სიგრძეზე. მათგან მხოლოდ 20-ია შესწავლილი და გამოკვლეული ბრიტანელი და ვიეტნამელი მეცნიერების მიერ. ერთ-ერთ მღვიმეში მდებარეობს მსოფლიოში უგრძესი მიწისქვეშა მდინარე.

მაღლობი, რომელზეც პარკი მდებარეობს, მთელს სამხრეთ აზიაში უდავოდ ყველაზე დახვეწილ, შთამბეჭდავ და მიმზიდველ კარსტულ ლანდშაფტს წარმოადგენს.

2003 წელს, პარკი თავის გეოლოგიური ღირებულების გამო, იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიყვანა.

2009 წლის აპრილში, პარკის ტერიტორიაზე, ბრიტანეთის მღვიმეების ასოციაციამ მსოფლიოში უდიდესი მღვიმე — შონდონგი აღმოაჩინა.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება