ფოლორცის ბალახი
ფოლორცის ბალახი (ლათ. Marrubium) — მცენარეთა გვარი ტუჩოსანთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ერთწლოვანი ქეჩისებრ შებუსული ბალახებია. მოპირისპირედ განლაგებული ფოთლები და ვარდისფერი, იისფერი, თეთრი და ყვითელი ყვავილები აქვთ.
ფოლორცის ბალახი | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Marrubium | ||||||||||||
|
მისი 40-მდე სახეობა გავრცელებულია ევრაზიის ზომიერ და სუბტროპიკულ სარტყლებში, ჩრდილოეთ აფრიკაში. გავრცელებულია კავკასიაში, საქართველოში, მთის ქვედა სარტყლიდან სუბალპურ სარტყლამდე, მათ შორის ერთი (ლათ. Marrubium goktschaicium) კავკასიის ენდემია.
ჩვეულებრივი ფოლორცის ბალახი (ლათ. Marrubium wulgare) კარგი თაფლოვანი და მთრიმლავი მცენარეა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 360.