ფოკის განძი
ფოკის განძი — XIV საუკუნის, ილხანების ვერცხლის მონეტების განძი, რომელიც 1979 წელს აღმოჩნდა სოფელ ფოკაში (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი). შეიცავს 155 ვერცხლის დირჰემსა და ორიან დირჰემს, რომლებიც მოჭრილია ირანის ილხანის ოლჯაითუს (1304-1317) სახელით სხვადასხვა ზარაფხანაში (თავრიზი, ბაზარი, ბარდა, ბაღდადი, გარნისი, სოლთანიე, სამსუნი, ერზინჯანი). 27 მონეტა მოჭრილია თბილისში, ხოლო 14 — ანისში. განძის ყველაზე ადრინდელი მონეტა თარიღდება 1310 წლით, უგვიანესი 1316 წლით.
ფოკის განძი დაფლული უნდა იყოს 1317 წლის შემდეგ. განძი დაცულია ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 355.