იუჰან ჰერმან ლი ფოგტი
ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი
(გადამისამართდა გვერდიდან ფოგტი, იუჰან ჰერმან ლი)
იუჰან ჰერმან ლი ფოგტი (ნორვ. Johan Herman Lie Vogt; დ. 14 ოქტომბერი 1858, ტვედესტრანი — გ. 3 იანვარი 1932, ტრონჰეიმი) — ნორვეგიელი გეოლოგი და პეტროგრაფი.
იუჰან ჰერმან ლი ფოგტი | |
---|---|
დაბ. თარიღი | 14 ოქტომბერი, 1858[1] [2] |
დაბ. ადგილი | ტვედესტრანი |
გარდ. თარიღი | 3 იანვარი, 1932[1] [2] (73 წლის) |
გარდ. ადგილი | ტრონჰეიმი |
მოქალაქეობა | ნორვეგია |
საქმიანობა | გეოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი და metallurgist |
მუშაობის ადგილი | ნორვეგიის ტექნოლოგიური ინსტიტუტი და ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | სტოკჰოლმის უნივერსიტეტი |
შვილ(ებ)ი | თოროლ ფოგტი, ფრედრიკ ფოგტი, Johan Vogt და იორგენ ფოგტი |
ჯილდოები | ფრიტიოფ ნანსენის ჯილდო მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სფეროს კვლევისათვის, პენროუზის ოქროს მედალი და უოლასტონის მედალი[3] |
ბიოგრაფია
რედაქტირება1880 წელს დაამთავრა ქრისტიანიის უნივერსიტეტი. 1886-1903 წლებში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა იქვე, 1912-1928 წლებში ტრონჰეიმის უმაღლეს ტექნიკურ სკოლაში. 1912 წელს ხდება პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. ფოგტი პეტროგრაფიაში ფიზიკურ-ქიმიური მიმართულების ერთ-ერთი ფუძემდებელია. დაადგინა მაგმური ქანების ევტექტიკური ხასიათი, შემოიღო კოტექტიკის (ორი ან სამი ფაზის ერთდროული გამოყოფა ერთი მდინარიდან) ცნება, რის საფუძველზე დაამუშავა მაგმიდან მინერალების კრისტალიზაციის თანმიმდევრობის თეორია.
თხზულება
რედაქტირება- Über anchimonomineralische und anchieutektische Eruptivgesteine, Christiania, 1908.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 350.
- Левинсон-Лессинг Ф. Ю., Четыре корифея петрографии: Вашингтон, Дюпарк, Седергольм, Фогт, 1935;
- Ransome F. L., Memorial tribute to Johan Herman Lie Vogt, "Bulletin of the Geological Society of America", 1933.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #117468169 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ https://www.geolsoc.org.uk/About/Awards-Grants-and-Bursaries/Society-Awards/Wollaston-Medal