ფლორიდა-კისი

(გადამისამართდა გვერდიდან ფლორიდა-კეისი)

ფლორიდა-კისი (ინგლ. Florida Keys) — მარჯნის კუნძულებისგან შემდგარი არქიპელაგი აშშ-ის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში. იწყება ფლორიდის ნახევარკუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთ წვერთან, მაიამიდან 24 კილომეტრით სამხრეთით და წარმოქმნის რკალს, რომელიც მიმართულია სამხრეთ-სამხრეთ-დასავლეთით და შემდეგ კი-უესტის მიმართულებით, რომელიც მისი შემადგენელი უკიდურესი დასავლეთით მდებარე დასახლებული კუნძულია. კუნძულები განლაგაბულია ფლორიდის სრუტის გასწვრივ, აღმოსავლეთიდან აკრავს ატლანტის ოკეანე, დასავლეთით — მექსიკის ყურე, კიდეზე კი ფლორიდის უბე. კი-უესტიდან კუბამდე უახლოესი წერტილი 140 კილომეტრშია. ფლორიდა-კისი განლაგებულია ჩრდილოეთ განედის 23,5-25,5 გრადუსებს შორის, სუბტროპიკულ სარტყელში. კუნძულების კლიმატი კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის სკალის მიხედვით განისაზღვრება როგორც ტროპიკული. კუნძულების 95%-ზე მეტი შედის მონროს ოლქის შემადგენლობაში, თუმცა ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე მცირე ნაწილი მოქცეულია მაიამი-დეიდის ოლქში, მათ შორისაა კუნძული ტოტენ-კი. ხმელეთის მთლიანი ფართობი 356 კმ²-ია. 2000 წლის აღწერის მონაცემებით მოსახლეობა 79 535 ადამიანს შეადგენდა, სიმჭიდროვე — 223,66 ადამიანს. თუმცა, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი საკმაოდ მცირე, არაელში ცხოვრობს, სადაც სიმჭიდროვე შესაბამისად მაღალია. მათ შორისაა კუნძული კი-უესტი, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის 32%.

თანამგზავრული ფოტო
ქოქოსის პალმები ტროპიკულ კუნძულ ისლამორადაზე

ქალაქი კი-უესტი მონროს ოლქის ადმინისტრაციული ცენტრია. ოლქი შედგება კონტინენტური ნაწილისაგან, რომელიც მთლიანად მოქცეულია ევერგლეიდის ეროვნული პარკის შემადგენლობაში და მომცრო კუნძულებისგან (კი).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: