ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ფლორენს გლენდა ჩეპმენი (ინგლ. Florence Glenda Chapman; დ. 30 ივნისი, 1943, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ — გ. 22 თებერვალი, 1976, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და ჯგუფ The Supremes-ის დამფუძნებელი. მას ჯგუფთან ერთად გამოშვებული აქვს მრავალი სიმღერა, რომელთა ნაწილი ამერიკის ჩარტის სათავეში მოექცა. 1967 წელს, ჯგუფის დატოვების შემდეგ, მუსიკოსმა დაიწყო სოლო კარიერა.

ფლორენს ბალარდი
ინგლ. Florence Ballard

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ფლორენს გლენდა ჩეპმენი
დაბ. თარიღი 30 ივნისი, 1943
დაბ. ადგილი დეტროიტი
წარმოშობა დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
გარდ. თარიღი 22 თებერვალი, 1976 (32 წლის)
გარდ. ადგილი დეტროიტი
დასაფლავებულია Detroit Memorial Park East[1]
ჟანრ(ებ)ი რიტმ-ენდ-ბლუზი, პოპი, სოული
აქტიური 1959–1970, 1975–1976
ფლორენს ბალარდი ვიკისაწყობში

ბალარდი სამი წლის განმავლობაში ებრძოდა ალკოჰოლიზმს, დეპრესიასა და სიღარიბეს. ის გარდაიცვალა გულის შეტევით 1976 წელს, 32 წლის ასაკში.[2] ბალარდის გარდაცვალებას ერთ-ერთმა კრიტიკოსმა „როკის ერთ-ერთი უდიდესი ტრაგედია“ უწოდა.[3] მუსიკოსი სიკვდილის შემდეგ შეიყვანეს როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში.

ადრეული ცხოვრება

რედაქტირება

ფლორენს გლენდა ბალარდი დაიბადა დეტროიტში, მიჩიგანში, 1943 წლის 30 ივნისს. მისი მშობლები იყვნენ ლურლისდა ჯესი ბალარდები. მუსიკოსს ცამეტი და-ძმა ჰყავდა.[4][5][6][7][8][9] ბალარდების ოჯახი ფლორენსის დაბადებამდე რამდენიმე წლით ადრე გადავიდა დეტროიტში საცხოვრებლად აფრო-ამერიკული დიდი მიგრაციის დროს.[10]

მუსიკოსის მამა, ჯესი, მუშაობდა General Motors-ში. ჯესი მუსიკის დიდი მოყვარული იყო და სწორედ მან გაუღვივა ინტერესი ფლორენსს სიმღერისადმი. ფინანსური სირთულეების გამო ფლორენსის ოჯახს ხშირად უწევდა საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.

ბალარდი სწავლობდა ჩრდილო-აღმოსავლეთის საშუალო სკოლაში, სადაც დადიოდა ვოკალის გაკვეთილებზე. ამ დროს ის შეუერთდა ჯგუფს The Primettes.

ჯგუფმა The Primettes 1960 წელს ხელი მოაწერა კონტრაქტს Lu Pine Records-თან და გამოუშვა ორი სიმღერა. 1961 წელს ჯგუფმა შეიცვალა სახელი და The Supremes დაირქვა.

ჯგუფმა რვა სინგლი გამოუშვა, თუმცა ვერცერთი მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის ჩარტში, რის გამოც მათ მეტსახელად „no-hit Supremes" შეარქვეს.[11] 1963 წელს ჯგუფმა გამოუშვა ახალი სინგლი, „When the Love Light Starts Shining Through His Eyes“, რომელსაც კომერციული წარმატება ხვდა წილად. მალევე ჯგუფის წამყვანი ვოკალისტი დაიანა როსი გახდა.

1964 წლის გაზაფხულზე ჯგუფმა გამოუშვა კომპოზიცია „Where Did Our Love Go", რომელიც გახდა მათი პირველი ნომერ პირველი ჰიტი ბილბორდის ცხელ ასეულში.

ჯგუფის ერთ ერთი წევრის, მერი უილსონის, თქმით, ბალარდის ხმა იმდენად მაღალი ტონალობის იყო, რომ კომპოზიციების ჩაწერის დროს ის მიკროფონიდან 17 ფუტის მოშორებით იდგა.

ჯგუფში ყოფნის დროს მუსიკოსი დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჯგუფის ხელმძღვანელობის მიმართ. მან დაადანაშაულა ლეიბლი Motown Records ჯგუფის ჰარმონიულობის განადგურებასა და დაიანა როსის ვარსკვლავად ქცევაში.[12] ამ დროს მუსიკოსმა დაიწყო ალკოჰოლის მოხმარება. ამის გამო მუსიკოსს პრობლემები შეექმნა ჯგუფთან. მალევე ჯგუფს სახელი გადაერქვა და „The Supremes with Diana Ross" დაერქვა, რამაც ბალარდის უკმაყოფილება გამოიწვია.

1967 წლის 1 ივლისს ბალარდი ნასვამი გამოჩნდა ჯგუფის კონცერტზე. 1967 წლის აგვისტოში, Detroit Free Press-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბალარდმა დროებით დატოვა ჯგუფი „გადაღლილობის" გამო.[13] 1968 წლის 29 თებერვალს ბალარდი დაქორწინდა თომას ჩეპმენზე. ერთი კვირით ადრე, 22 თებერვალს, ბალარდი გამოაგდეს ჯგუფიდან და ლეიბლიდან.

1968 წლის მარტში ბალარდმა კონტრაქტი გააფორმა ლეიბლთან ABC Records და გამოუშვა ორი წარუმატებელი სინგლი. 1969 წლის იანვარში ბალარდმა იმღერა ამერიკის ახლად არჩეული პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის, საინაუგურაციო წვეულებაზე. მუსიკოსმა დატოვა ლეიბლი ABC Records 1970 წელს.

1974 წელს ბალარდი დაბრუნდა ჯგუფში The Supremes. ამ პერიოდში ბალარდმა რეაბილიტაცია გაიარა ჰენრი ფორდის საავადმყოფოში.

1976 წლის 21 თებერვალს ბალარდი გადაიყვანეს კარმელ მერსის საავადმყოფოში. მუსიკოსი კიდურების დაბუჟებას უჩიოდა. იგი გარდაიცვალა მეორე დილით, 32 წლის ასაკში, გულის შეტევით, რომელიც გამოწვეული იყო კორონარული თრომბოზით (სისხლის შედედება ერთ-ერთ კორონარულ არტერიაში). ბალარდი დაკრძალულია დეტროიტის მემორიალური პარკის სასაფლაოზე, უორენში, მიჩიგანში.

ბალარდს გადაეცა სპეციალური ჯილდო 65-ე ყოველწლიურ გრემის დაჯილდოებაზე 2023 წელს.[14]

პირადი ცხოვრება

რედაქტირება

ბალარდმა დაიწყო ურთიერთობა თომას ჩაპმენთან, ლეიბლ Motown Records-ის მძღოლთან, 1967 წელს. ისინი დაქორწინდნენ 1968 წლის 29 თებერვალს და შეეძინათ სამი ქალიშვილი: ტყუპები - მიშელ დენიზი და ნიკოლი (დ. 1968)[15] - და ლიზა საბრინა (დ. 1972). გავრცელებული ინფორმაციით, ბალარდმა ქმართან განქორწინება მოითხოვა 1973 წელს, მაგრამ ისინი შერიგდნენ 1975 წლის ბოლოს, მუსიკოსის სიკვდილამდე ცოტა ხსნით ადრე.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Find a Grave — 1996.
  2. "The Death and Life of a Dream Girl" Ebony, February 1990, p. 164.
  3. Unterberger, Richie (2005). The Supremes. In Allmusic. Ann Arbor, MI: All Media Guide.
  4. Florence Ballard | Music Videos, News, Photos, Tour Dates | MTV. MTV Artists. ციტირების თარიღი: January 28, 2016[მკვდარი ბმული]
  5. Florence Ballard – Biography & History. AllMusic. ციტირების თარიღი: June 3, 2019
  6. Gustafson, Sven. (February 25, 2007) Oscar-nominated film renews interest in Florence Ballard, the real 'Dreamgirl'. ციტირების თარიღი: June 3, 2019
  7. Florence Ballard (May 31, 2019). ციტირების თარიღი: June 3, 2019
  8. Florence Ballard. ციტირების თარიღი: January 22, 2018
  9. Florence Ballard, The First Supreme. ციტირების თარიღი: August 19, 2018
  10. The Great Migration: Journey That Reshaped America. NPR (2010-10-02). ციტირების თარიღი: 2022-03-24
  11. „Sounds of the Sixties – The Supremes“. BBC Radio 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 21, 2020.
  12. „Florence Ballard“. Unsung. სეზონი 2. ეპიზოდი 4. June 28, 2009. TV One.
  13. Alterman, Loraine (August 1, 1967). „Supremes' Flo Ballard: It's Said She's Leaving“. Detroit Free Press. p. 5C. ციტირების თარიღი: September 21, 2020 – წარმოდგენილია Newspapers.com-ის მიერ. თარგი:Open access
  14. The Supremes Receive the Lifetime Achievement Award At The 2023 GRAMMYs. ციტირების თარიღი: February 9, 2023
  15. Company, Johnson Publishing. (October 31, 1968) Jet. ციტირების თარიღი: July 5, 2018