ფლორა ბროვინა

კოსოვოელი ალბანელი პოეტი, პედიატრი და ფემინისტი

ფლორა ბროვინა (ალბ. Flora Brovina; დ. 30 სექტემბერი, 1949, სრბიცა, კოსოვო-მიტროვიცა, იუგოსლავია) — კოსოვოელი ალბანელი პოეტი, პედიატრი და ფემინისტი. დაიბადა ქალაქ სრბიცაში, კოსოვოს დრენიკას ხეობაში და გაიზარდა პრიშტინაში, სადაც ის სკოლაში მივიდა და მედიცინის შესწავლა დაიწყო. ზაგრებში სწავლის დასრულების შემდეგ, სადაც პედიატრიას სწავლობდა, ის მშობლიურ კოსოვოში დაბრუნდა და მუშაობა დაიწყო ალბანურენოვან გაზეთ „Rilindja“-ში, ჟურნალისტად. მოგვიანებით, ის ჯანდაცვის სფეროს დაუბრუნდა და მრავალი წლის განმავლობაში პრიშტინის მთავარ საავადმყოფოს პედიატრიულ განყოფილებაში მუშაობდა.

კოსოვოს ომი

რედაქტირება

ვინაიდან კოსოვოში პოლიტიკურ სიტუაცია 1990-იან წლებში გაუარესდა და გაჩაღდა საბრძოლო მოქმედებები, ბროვინამ პრიშტინაში კლინიკა გახსნა, სადაც ჯანმრთელობის დაცვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებდა ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გველის კბენის დროს მოქმედება, ჭრილობის მოვლა და მშობიარობა. მან ასევე ცენტრი გამოიყენა, როგორც თავშესაფარი რამდენიმე ობოლი ბავშვისთვის, რომელთაგან ბევრმა თავისი მშობელი ბრძოლისა და გაძევების დროს დაკარგა. ის და მისი თანამშრომლები ერთდროულად 25 ბავშვზე ზრუნავდნენ.

1999 წლის 20 აპრილს, კოსოვოს ომის დროს, ბროვინა სახლიდან იქნა გატაცებული რვა ნიღბიანი სერბი მილიტარისტის მიერ. თავდაპირველად მისი ადგილსამყოფელი უცნობი იყო. როდესაც ნატო-ს ძალებმა პრიშტინა აიღეს და სერბეთის ჯარებმა კოსოვოს ტერიტორია დატოვეს აღმოჩნდა, რომ ბროვინა სერბეთში ტყვეობაში იმყოფებოდა. მისი გატაცების შესახებ ამბავი პირველად 1999 წლის 24 აპრილს გაჟღერდა, როდესაც მისმა შვილმა მოახერხა საერთაშორისო მწერალთა ასოციაციასთან დაკავშირება და მათ მიმართა, რომ დედამისის გატაცების ამბავი ფართოდ გაეშუქებინათ. მოგვიანებით, ბროვინა სერბეთის ქალაქ პოჟარევაცის ციხეში გადაიყვანეს და მისი ციხეში ყოფნის პირველ თვეს, იგი 200-ზე მეტჯერ დაკითხეს, რომელიც ჩვეულებრივ დილის 7 საათიდან საღამოს 5 საათამდე გრძელდებოდა. 1999 წლის 9 დეკემბერს, საჩვენებელ პროცესზე იუგოსლავიის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად მას ბრალი დასდეს „ტერორისტულ საქმიანობაში“. მან წელიწად-ნახევარი გაატარა სერბეთის ციხეებში და საბოლოოდ საერთაშორისო ზეწოლის შედეგად, გათავისუფლდა.

პოლიტიკა

რედაქტირება

კოსოვოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ფლორა ბროვინამ 2001 წელს კოსოვოს დემოკრატიული პარტიიდან მოულოდნელად პრეზიდენტად იყარა კენჭი, რა დროსაც ყველა კანდიდატად ჰაშიმ ტაჩის განიხილავდა, რომელიც პარტიის ლიდერი იყო.[1] ამის შემდეგ, იგი უცვლელად არის კოსოვოს ასამბლეის წევრი.[2][3][4][5][6][7]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • Mcgwire, Scarlett (2001-11-15). „Kosovo's first lady“. London: The Guardian. ციტირების თარიღი: 2006-06-07.
  • Kosovar Pediatrician Flora Brovina Released from Prison. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-05-17. ციტირების თარიღი: 2006-06-07.
  • „Presidential battle in Kosovo“. CNN. 2001-11-19. ციტირების თარიღი: 2006-06-07.