ფლებოტომუსები

ფლებოტომუსები (ლათ. Phlebotomidae) — ორფრთიანი სისხლისმწოვი მწერების ქვეოჯახი პეპლურასებრთა ოჯახისა. მათი სხეულის სიგრძეა 1,3 — 3,5 მმ. ფერად ბაცი მოყვითალოა და დაფარულია წვრილი ბუსუსით. პირის აპარატი უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატულ მდედრებს (ხორთუმის მსგავსად), რადგან ისინი წოვენ სისხლს, მამლები კი მცენარეთა წვენებით და დეტრიტით იკვებებიან. ფლებოტომუსები გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ ქვეყნებში. მსოფლიოში დადგენილია მათი 300 სახეობა. საქართველოში ეს მწერები მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილშია გავრცელებული — გამოვლენილია 13 სახეობა (11 ფლებოტომუსებისა და 2 — სენჟენტომიის გვარისა).

ფლებოტომუსები
მამრი ფლებოტომუსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Phlebotomidae

დედალი ფლებოტომუსები იკვებებიან გარეული და შინაური ცხოველების და აგრეთვე ადამიანის სისხლით. დებს 50 — 100 კვერცხს (თვითონ უმრავლეს შემთხვევაში იღუპება). გამოჩეკილი მატლები რამდენიმეჯერ კანს იცვლიან და იჭუპრებიან. ჭუპრიდან გამოფრენილი მწერი სწრაფად იწყებენ გამრავლებას და 2 — 3 თაობას იძლევა.

ფლებოტომუსებს გადააქვთ რამდენიმე სნეულება:ვისცერული და კანის ლეიშმანიოზი, ფლებოტომური ცხელება (პაპატაჩი).

ლიტერატურარედაქტირება