ფილოგონი (ანტიოქიის პატრიარქი)
წმინდა ფილოგონი (გ. 324) — ანტიოქიის პატრიარქი (314–324 წწ.); მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 20 დეკემბერი, ახალი სტილით — 2 იანვარი.
პატრიარქი მღვდელმთავრად დადგინებამდე ადვოკატი იყო და იცავდა გლახაკების, ქვრივებისა და ობლების ინტერესებს. დაქვრივების შემდეგ ბერად აღიკვეცა და მალე ანტიოქიის ეპისკოპოსადაც აკურთხეს. კარგი განათლების წყალობით იგი წარმატებით იცავდა მართლმადიდებლობას არიანელთა შემოტევისაგან. გარდაიცვალა 324 წელს.
ლიტერატურა
რედაქტირება- წმიდანთა ცხოვრება, ტ. IV, თბ., 2003