ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა

ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანაფიზიკურ-გეოგრაფიული დარაიონების ერთ-ერთი უმაღლესი ტაქსონომიური ერთეული. წარმოადგენს დიდ ტერიტორიას, რომელიც გეოგრაფიული მდებარეობისა და ბუნებრივი პირობების მიხედვით არის გამოყოფილი.[1] იგი კონტინენტის ნაწილია, რომელსაც ახასიათებს ვრცელ ტერიტორიაზე ერთიანი გეოსტრუქტურა (მაგალითად, ფარები, ბაქნები და სხვა) ან სტრუქტურული ელემენტების კანონზომიერი შეთანაწყობა, უახლესი ტექტონიკური მოძრაობების საერთო ტენდენცია და ამის შედეგად მაკრორელიეფის ერთგვაროვნება (ვრცელი ვაკეები, ზეგნები, მთათა სისტემები და მათი კომბინაციები). გეოგრაფიული მდებარეობა განსაზღვრავს ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყნის ატმოსფერული პროცესებისა და მაკროკლიმატის საერთო ნიშნებს (ჰავის კონტინენტურობის ხარისხი და სხვა). გეომორფოლოგიური თვალსაზრისით განასხვავებენ ვაკიან, მთიან, მთისწინეთიან და მთათაშუა-ქვაბულიან ქვეყნებს. ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყნების მაგალითებია, კავკასია, აღმოსავლეთ ევროპის ვაკე, ატლასის მთები და სხვა.[2]

სქოლიო რედაქტირება

  1. ფიზიკურ-გეოგრაფიული ქვეყანა — ენციკლოპედიური ლექსიკონი
  2. ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 519.