ფიდო ნადიბაიძე (დ. 10 იანვარი, 1925, ნადიბანიმარტი, 2005) ― ქართველი ფილოსოფოსი.

ფიდო ნადიბაიძე
დაბ. თარიღი 10 იანვარი, 1925
დაბ. ადგილი ნადიბანი, საქართველოს სსრ
გარდ. თარიღი მარტი, 2005
მოქალაქეობა საქართველოს სსრ
სსრკ
მუშაობის ადგილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1983)

ბიოგრაფია რედაქტირება

ფიდო ნადიბაიძე 1925 წლის 10 იანვარს სოფელ ნადიბანში (დუშეთის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1942-1946 წლებში საბჭოთა არმიაში მსახურობდა. 1948-1953 წლებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ხოლო ასპირანტურა მიხეილ ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიარა.

1983 წელს ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორის წოდება მიენიჭა. 1985 წლიდან სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოსოფიის კათედრის გამგე იყო. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო ბიბლიოთეკის განყოფილების გამგედ. 1996 წელს საქართველოს ფილოსოფიურ მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი გახდა. 1997 წელს ნანტის უნივერსიტეტში ლექციებს კითხულობდა.

ბიბლიოგრაფია რედაქტირება

  • „ალეთოლოგიური რეალიზმის ძირითადი პრინციპები: შ. ნუცუბიძის ფილოსოფიური კონცეფციის კრიტიკული ანალიზი“. თბილისი: მეცნიერება. 1981.
  • „ფილოსოფიური აზრის ძირითადი მიმდინარეობა XX საუკუნის საქართველოში (1900-1921)“. თბილისი: მეცნიერება. 1980.
  • „მახიზმის წინააღმდეგ ბრძოლის ისტორიიდან საქართველოში: ქართველ პროფესიონალ-რევოლუციონერის და მოაზროვნის მ. დავითაშვილის სოც.-პოლიტ. და ფილოსოფიური შეხედულებანი“. თბილისი: მეცნიერება. 1965.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება