პეშმერგა
პეშმერგა, ფეშმარგა (ქურთ. پێشمەرگە ; Pêşmerge) — ერაყის ქურთისტანის ავტონიომიური რეგიონის განკარგულებაში მყოფი სამხედრო დაჯგუფება. პეშმერგა ითარგმნება, როგორც: „ის, ვინც უპირისპირდება სიკვდილს“ ან „ის, ვინც ემუქრება სიკვდილს“.[1] სამხედრო ორგანიზაციის ფორმალურ ლიდერად ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი ითვლება. დღესდღეობით სამხედრო ორგანიზაცია მნიშვნელოვნად დანაწევრებულია და ავტონომიურად იმართება ქურთისტანის დემოკრატიული პარტიისა (KDP) და ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების (PUK) მიერ, თუმცა ორივე მათგანი ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას ექვემდებარება. რეგიონში ერაყის შეიარაღებული ძალების კონსტიტუციურად შესვლის აკრძალვის შემდეგ,[2][3] პეშმერგა, ქურთისტანის სხვა შვილობილ უსაფრთხოების ძალებთან ერთად, პასუხისმგებელია დაიცვას ქურთისტანის ტერიტორია.[4][5][6][7]
პეშმერგა Pêşmerge | |
---|---|
ქურთისტანის დროშა გამოიყენება როგორც პეშმერგას ემბლემა | |
აქტიური | 1920-დან – დღემდე |
ტიპი | არმია |
რაოდენობა | 247 000 |
ალიანსი | ერაყის ქურთისტანი |
შტაბ-ბინა | ერბილი, იგივე ჰავლერი |
დევიზი | ეი რაქიბ! (Ey Reqîb) |
ბრძოლები | |
მეთაურები | |
მთავარსარდალი | მასუდ ბარზანი |
პეშმერგას სამინისტროს ხელმძღვანელი | მუსტაფა ქადირ მუსტაფა აზიზი |
გენერალური შტაბის უფროსი | ლეიტენანტი ჯაბარ იავარი |
2003 წელს, ერაყის ომში, პეშმერგა მნიშვნელოვან როლს თამაშობდა სადამ ჰუსეინის დაკავების სპეცოპერაციაში.[8][9] 2004 წელს ქურთულმა ანტიტერორისტულმა ძალებმა დააკავეს ალკაიდას საკვანძო ფიგურა, რამაც გამოიწვია ოპერაცია ნეპტუნის შუბი, რის მეშვეობითაც შესაძლებელი გახდა ოსამა ბინ ლადენის ლიკვიდაცია.[10][11] 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს ერაყის ქურთისტანზე თავდასხმის პერიოდში, ერაყსა და სირიაში არსებული პეშმერგა და სხვა ქურთული ძალები, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ არსებულ ომში ჩაებნენ.
ისტორია
რედაქტირებაქურთული ამბოხის საომარი ტრადიცია, დამოუკიდებლობის მოპოვების მცდელობებთან ერთად, ათასობით წელს მოიცავს. ადრეული ქურთი მეომრები სპარსეთის, ოსმალეთისა და ბრიტანეთის იმპერიის წინააღმდეგ იბრძოდნენ.[12] ტერმინი „პეშმერგა“, ქურთი მწერლის, იბრაჰიმ აჰმადის მიერ, მე-20 საუკუნეში დამკვიდრდა.[13] ისტორიულად პეშმერგა არსებობდა, როგორც პარტიზანული ორგანიზაცია, მაგრამ თვითგამოცხადებული მაჰაბადის რესპუბლიკის (1946-1947) პერიოდში, პეშმერგა მუსტაფა ბარზანის მეთაურობით, რესპუბლიკის ოფიციალური სამხედრო დანაყოფი გახდა.[14][15] რესპუბლიკის დაცემისა და ქაზი მუჰამედის გარდაცვალების შემდეგ, პეშმერგა ისევ პარტიზანულ ორგანიზაციად გადაიქცა, რომელიც მომდევნო საუკუნეებში ერაყისა და ირანის მთავრობებს ეწინააღმდეგებოდა.[16]
ერაყში პეშმერგა, ქურთისტანის დემოკრატიული პარტიის (KDP) ლიდერ მუსტაფა ბარზანის მიერ იმართებოდა.[15] 1975 წელს პეშმერგა დამარცხდა ერაყ-ქურთისტანის მეორე ომში. ჯალალ თალაბანიმ, KDP-ს ერთ-ერთმა წამყვანმა წევრმა, პარტია დატოვა და წინააღმდეგობის გამოცოცხლების მიზნით ქურთისტანის პატრიოტული გაერთიანება ჩამოაყალიბა (PUK). ამ მოვლენამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა KDP-სა და PUK-ს დაპირისპირების გაზრდის პროცესში, რომელიც დღემდე ორ ნაწილად ჰყოფს, პეშმერგას სამხედრო ძალებსა და ქურთულ საზოგადოებას.
1979 წელს, მუსტაფა ბარზანის სიკვდილის შემდეგ, მისი ადგილი მისმა შვილმა, მასუდ ბარზანიმ დაიკავა.[15] KDP-სა და PUK-ს შორის დაძაბულობის ზრდასთან ერთად, პეშმერგას უმრავლესობა რეგიონის საკუთარი პარტიის კონტროლის ქვეშ შენარჩუნებისთვის და ასევე ერაყის ჯარის ინტერვენციის შესაჩერებლად იბრძოდა. ირან-ერაყის ომის პერიოდში, ერაყის ქურთისტანში არსებულ ორ მნიშვნელოვან პარტიას შორის სამოქალაქო ომი დაიწყო და პეშმერგას ძალები იძულებული გახდნენ ერთმანეთის წინააღმდეგ ებრძოლათ. სამოქალაქო ომი ოფიციალურად 1998 წელს დასრულდა, როცა ბარზანიმ და თალაბანიმ ვაშინგტონის მშვიდობის ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი.[17] ხელშეკრულების მიხედვით, პარტიები ძალების გაერთიანებაზე, ჩრდილოეთ ერაყში თურქეთის ქურთისტანის მშრომელთა პარტიის (PKK) გაუქმებასა და ერაყის არმიის ქურთისტანში შესვლის აკრძალვაზე შეთანხმდნენ. მომავალ წლებში პარტიებს შორის დაძაბულობა სადამ ჰუსეინის რეჟიმის დამხობაში ერთობლივმა მონაწილეობამ განმუხტა. ერთიანი ძალისხმევით მათ შეძლეს, ერაყის ქურთისტანის ჩამოყალიბება. სხვა სამხედრო ორგანიზაციებისგან განსხვავებით, ქურთისტანის კონსტიტუციით პეშმერგა არასოდეს არ იყო აკრძალული.
2015 წელს, პეშმერგას ჯარისკაცებმა პირველად გაიარეს ურბანული ომისა და სამხედრო დაზვერვის სწავლება უცხოელ მწვრთნელებთან ერთად.[18]
სტრუქტურა
რედაქტირებაპეშმერგას შეიარაღებულ ძალებში მყოფ ჯარისკაცთა ზუსტი რაოდენობა უცნობია,[19] ის, სავარაუდოდ, 80 000-დან 250 000 ჯარისკაცს ითვლის. შეიარაღებული ძალები გადანაწილებულია 36 ბრიგადაში, რომლებიც ავტონომიურად KDP-ის, PUK-ისა და პეშმერგას სამინისტროს მიერ იმართება.[20] პეშმერგას ძალებს, რომლებსაც კავშირი აქვთ ქურთისტანის დემოკრატიულ პარტიასთან, პასუხისმგებლები არიან დაიცვან დოჰუკისა და ერბილის მუჰაფაზები (გუბერნია), ხოლო ქურთისტანის პატრიოტთა გაერთიანების ძალები კი სულეიმანიის მუჰაფაზას აკონტროლებენ.[21] 2014 წლის ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას მოჰყვა მიმდებარე რეგიონების ერაყის ჯარისაგან დაცლა, რითიც ისარგებლა ქურთისტანის რეგიონალურმა მთავრობამ და ყველა სადავო ტერიტორიის დაკავება მოახერხა.[22] სადავო ტერიტორიებიც ასევე დაიყო KDP და PUK-ის პეშმერგას ძალებს შორის.
პეშმერგას ძალების გაყოფის შედეგად, არ არსებობს ცენტრალური სამმართველო შტაბი, რომელიც სამხედრო დანაყოფებს ერთიანად გააკონტროლებდა. ერაყის ქურთისტანის მთავრობის რეფორმების მცდელობის მიუხედავად, პეშმერგას დაჯგუფება სამხედრო იერარქიის მიერ არ იმართება და ისინი დღემდე ცალკეული პოლიტიკური პარტიების დაქვემდებარების ქვეშ იბრძვიან,[23] მაგრამ ჯარის გაერთიანების იდეა დღემდე არ კარგავს აქტუალობას. ასევე, დიდი ძალისხმევა გაიწია ცალკეული პარტიზანული დროშების აკრძალვისთვის.[24] 2015 წლის იანვარში, გავრცელებული ინფორმაციით, 36 ბრიგადიდან 12, ქურთისტანის რეგიონის მართველობის ქვეშ გადავიდა, დანარჩენი 70% კი დღემდე ორი ძირითადი პარტიის მიერ იმართება.[25]
შეზღუდული დაფინანსებისა და დიდი რაოდენობით სამხედრო მოსამსახურეების ყოლის მიზეზით, ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა გეგმავდა ძალების შემცირებას, რათა ის უფრო ეფექტიანი და კარგად გაწვრთნილი ჯარისკაცებით ყოფილიყო დაკომპლექტებული.[26][27] აქედან გამომდინარე, 2009 წლისთვის ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობასა და ბაღდადს შორის არსებობდა შეთანხმებები, პეშმერგას ძალების ნაწილის ერაყის ჯარში გაწევრიანების მცდელობით, რომლებიც ერაყის ჯარის მე-15 და მე-16 დივიზიებში უნდა განთავსებულიყვნენ,[28][29] თუმცა ერბილსა და ბაღდადს შორის ურთიერთობის გამწვავების შედეგად, რომელიც სადავო ტერიტორიების დაკავებას ეხებოდა, მოლაპარაკებები ჩაიშალა.
მიუხედავად იმისა, რომ პეშმერგას ძალების უმრავლესობას მუსლიმები წარმოადგენენ, ასევე არსებობს პეშმერგას ქრისტიანული და ეზიდური სამხედრო დანაყოფები.[30][31]
თითქმის სრულიად მამაკაცებით დაკომპლექტებული პეშმერგა თავისი შექმნის დღიდან გარკვეული რაოდენობის ქალებსაც მოიცავდა და დღეისთვის ის 600-მდე ქალს ითვლის.[32] KDP-ში არსებულ ქალებს ეკრძალებათ ფრონტის ხაზზე ყოფნა და ისინი უმეტესად, პოზიციების ლოგისტიკითა და მართვით არიან დაკავებულები,[33] თუმცა PUK-ის პეშმერგას ძალებში არსებული ქალები აქტიურად მონაწილეობენ ისლამურ სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ბრძოლებში.[34][35]
2015 წლის იანვრიდან პეშმერგას ძალები იყოფა სამ ნაწილად: პეშმერგას სამინისტრო, KDP და PUK.
- 15 რეგიონალური გვარდია, რომელიც პეშმერგას სამინისტროს ექვემდებარება.
ძალები რომლებიც KDP-ს პოლიტბიუროს ექვემდებარება:
- ჰეზაკანი გულანი (გულანის დანაყოფი), ელიტარული ძალები, რომლებიც ვალდებული არიან დაიცვან პრეზიდენტი და საპრეზიდენტო მთავრობა.
- ჰეზაკანი ბარზანი (ბარზანის დანაყოფი), საგვარდიო დანაყოფი, რომელიც პრეზიდენტის კლანის მიერ დაკომპლექტებულ სამხედროებს მოიცავს.
- ათი დამატებითი ბრიგადა, რომელიც 20.000-იან მძლავრ ძალას წარმოადგენს.[36]
- ზერავანის დანაყოფი — შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციული მხარდაჭერით არსებული ერთეული.
ძალები რომლებიც PUK-ის პოლიტბიუროს ექვემდებარება:
- დიჟა ტირორი (კონტრტერორისტული დაჯგუფება), ელიტარული ანტი-ტერორისტული ფორმაცია.
- ორი საპრეწიდენტო ბრიგადა, რომელიც ვალდებულია დაიცვას ერაყის ქურთისტანის პრეზიდენტი.
- ჰეზეკანი კოსრატ რასული, კიდევ ერთი ბრიგადა, რომელიც ვალდებულია დაიცვას ვიცე-პრეზიდენტი.
- 15 ბრიგადისგან შემდგარი ძალები, PUK-ის ერთგული დანაყოფი.[36]
აღჭურვილობა
რედაქტირებაპეშმერგას არსენალი გარკვეულწილად ლიმიტირებულია, რადგან ის არ არის აღიარებული როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა.[37][38] ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობასა და ერაყის მთავრობებს შორის უთანხმოების მიზეზით, იარაღის შემოდინება ერაყიდან ქურთისტანში თითქმის არ ხორციელდება, რადგან ბაღდადი შიშობს რომ ქურთისტანი დამოუკიდებლობის გამოცხადებას შეძლებს. დღეისათვის პეშმერგას ძალები უმეტესწილად ძველ შეიარაღებას იყენებენ, რომელიც ერაყში აშშ-ს თავდასხმის შემდეგ ჩაიგდეს ხელში. ასევე 1991 წელს ერაყის აჯანყებისას,[39] სადაც ქურთებმა მოახერხეს ერაყის ჯარში არსებული შეიარაღების ხელში ჩაგდება. 2014 წელს, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმას ერაყის არმიის უკან დახევა მოჰყვა, რითიც ისარგებლეს ქურთებმა და მათ შეძლეს დარჩენილი იარაღის ხელში ჩაგდება.[40] 2014 წლის აგვისტოდან ისლამური სახელმწიფოს ძალების წინააღმდეგ ბრძოლებში, პეშმერგამ, ასევე, მოახერხა გარკვეული რაოდენობის იარაღის ხელში ჩაგდება.[41]
2014 წლის, აგვისტოში ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების შემდეგ, ზოგიერთმა ქვეყანამ გადაწყვიტა პეშმერგა მსუბუქი შეიარაღებით აღეჭურვა,[42][43][44] თუმცა ქურთი ჩინოვნიკები და პეშმერგა, აცხადებენ, რომ ისინი არ იღებენ საკმარის იარაღს. მათ ასევე განაცხადეს, რომ ბაღდადი ბლოკავს თუნდაც მცირე ოდენობით იარაღის გადატანას ქურთისტანის რეგიონში და აცხადებდნენ რომ იარაღი ბაღდადის ავლით პირდაპირ ქურთისტანში უნდა გაიგზავნოს.[45][46][47][48]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ From the Kurdish pêş (თარგი:Big) "before" and merg თარგი:Big "death".
- ↑ Iraqi PM criticizes Kurdish region for barring army from Syrian border area. Xinhua News Agency (28 July 2012). ციტირების თარიღი: 13 February 2015.
- ↑ Information about Kurdistan. Kurdistan Development Organization (2014). ციტირების თარიღი: 13 February 2015.
- ↑ Summary of the most important tasks of the Ministry of Peshmerga. Ministry of Peshmerga (12 November 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 13 February 2015.
- ↑ Newton-Small, Jay. (31 December 2012) Destination Kurdistan: Is This Autonomous Iraqi Region a Budding Tourist Hot Spot?. Time. ციტირების თარიღი: 13 February 2015.
- ↑ Druzin, Heath. (29 September 2013) Rare terrorist attack in peaceful Kurdish region of Iraq kills 6. Stars and Stripes. ციტირების თარიღი: 13 February 2015.
- ↑ Krajeski, Jenna. (20 March 2013) The Iraq War Was a Good Idea, If You Ask the Kurds. The Atlantic. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Rai, Manish. (6 October 2014) Kurdish Peshmerga Can Be A Game Changer In Iraq And Syria. Khaama Press. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Operation Red Dawn's eight-month hunt. The Sydney Morning Herald (15 December 2003). ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Ambinder, Marc (29 April 2013). „How the CIA really caught Bin Laden's trail“. The Week. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Roston, Arom. (9 January 2014) Cloak and Drone: The Strange Saga of an Al Qaeda Triple Agent. Vocativ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Lortz, Michael G.. (28 October 2005) Willing to Face Death: A History of Kurdish Military Forces – the Peshmerga – from the Ottoman Empire to Present-Day Iraq (PDF). MA Thesis. Florida State University. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 ივლისი 2015. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Stratton, Allegra. (26 June 2006) Hero of the people. New Statesman. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 სექტემბერი 2020. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Abdulla, Mufid. (12 June 2011) Mahabad – the first independent Kurdish republic. The Kurdistan Tribune. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 მაისი 2016. ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ 15.0 15.1 15.2 President. Kurdistan Regional Government Representation in Spain (2015). ციტირების თარიღი: 14 February 2015.
- ↑ Meiselas, Susan (2008). Kurdistan: In the Shadow of History, 2nd, University of Chicago Press. ISBN 978-0-226-51928-9.
- ↑ Abdulrahman, Frman. (23 February 2012) never ending mystery: what really happened to kurdish civil war missing. niqash. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 22 February 2015.
- ↑ „EXCLUSIVE: Coalition helps Peshmerga muscle up on urban warfare“. Rudaw. 16 April 2015. ციტირების თარიღი: 17 April 2015.
- ↑ Beaumont, Peter. (12 June 2014) How effective is Isis compared with the Iraqi army and Kurdish peshmerga?. The Guardian. ციტირების თარიღი: 22 February 2015.
- ↑ Hawramy, Fazel. (14 January 2015) THE DESASTROUS COMMAND-NON-COMMAND-STRUCTURE. MESOP. ციტირების თარიღი: 22 February 2015.
- ↑ Chapman, Dennis. Security Forces of Kurdistan Regional Government, US Army War College. 2009, page. 3.
- ↑ Jihadist drive allows Iraq Kurds to take disputed areas. ReliefWeb. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 ივლისი 2016. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Lebanonwire.com - Kurdish Peshmerga Forces Have Room to Grow. lebanonwire.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-01-13. ციტირების თარიღი: 2016-06-20.
- ↑ Barzani prevents lifting partisan flags in fighting fronts except for Kurdistan flag. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 იანვარი 2015. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Kurdish peshmerga divisions hamper war effort - Al-Monitor: the Pulse of the Middle East. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Withdrawal from Iraq. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraqi Kurdistan Armed Forces, Peshmerga, to Lose 130,000 Soldiers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 აპრილი 2020. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraq and the United States. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Chapman, Dennis. Security Forces of Kurdistan Regional Government, Us Army War College. 2009, page. 112.
- ↑ Iraqi Kurds, Yazidis fight Islamic State for strategic town of Sinjar. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 ნოემბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Rudaw. Rudaw. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Meet the Kurdish women fighting the Islamic State. Telegraph.co.uk (8 November 2014). ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ No Frontline Deployment for Female Kurdish Troops. Rudaw. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ KRG halts recruiting of female Peshmerga. Rudaw.
- ↑ Meet the female peshmerga forces fighting IS - Al-Monitor: the Pulse of the Middle East. Al-Monitor.
- ↑ 36.0 36.1 https://www.washingtoninstitute.org/uploads/Documents/pubs/PolicyFocus137_Knights3.pdf[მკვდარი ბმული]
- ↑ Hollie McKay. Iraq's Peshmerga desperate for US arms in fight against ISIS. Fox News. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Arms for Kurdish peshmerga to affect military balance. DW.DE. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraqi Defense Ministry Asks KRG To Return Saddam-Era Weapons - Al-Monitor: the Pulse of the Middle East. Al-Monitor. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Hugh Naylor. As ISIL retreats, Iraqi Kurds gain new ammunition. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Richard Spencer, The Telegraph. (3 October 2014) Kurdish forces captured an ISIS base after a two-day siege — but the ISIS fighters inside somehow slipped away. National Post. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Nicholas Watt. UK prepares to supply arms directly to Kurdish forces fighting Isis. the Guardian. ციტირების თარიღი: 23 October 2014.
- ↑ Seven western states join US to arm Iraqi Kurdistan: Pentagon. ციტირების თარიღი: 23 October 2014.
- ↑ Spencer Ackerman. US to directly arm Kurdish peshmerga forces in bid to thwart Isis offensive. the Guardian. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraqi Kurds to U.S.: We need heavy weapons to defeat Islamic State. The Washingtion Times. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraq’s Kurds appeal for new U.S. arms to combat Islamic State. Washington Post. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Kurds to US: Give us the heavy weapons we need to fight ISIS. HotAir.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 ივნისი 2019. ციტირების თარიღი: 20 March 2015.
- ↑ Iraqi Kurds say West not providing enough arms to defeat Islamic State. Reuters. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 ოქტომბერი 2015. ციტირების თარიღი: 20 March 2015.