ფერსათი
(გადამისამართდა გვერდიდან ფერსათის მთა)
ფერსათი, ღადო — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეებს ოცხესა და ქვაბლიანს შორის მდებარე ფერსათის ლავურ პლატოზე. სიმაღლე 2372 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-ბაზალტებითა და დაციტებით. ემჩნევა გამყინვარების კვალი. შემოსილია სუბალპური მდელოებით.
ფერსათი | |
---|---|
კოორდინატები: 41°44′03″ ჩ. გ. 42°44′35″ ა. გ. / 41.73417° ჩ. გ. 42.74306° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 2372 მ |
მთის მასივი | ფერსათის პლატო |
ლიტერატურა რედაქტირება
- ჯაყელი ქ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 272.