ფედერიკო მაიორ სარაგოსა
ფედერიკო მაიორ სარაგოსა (ესპ. Federico Mayor Zaragoza; დ. 27 იანვარი, 1934, ბარსელონა, ესპანეთი) — ესპანელი პოლიტიკოსი, მწერალი, პოეტი და საზოგადო მოღვაწე. იუნესკოს გენერალური დირექტორი 1987-1999 წლებში.
ფედერიკო მაიორ სარაგოსა | |
იუნესკოს გენერალური დირექტორი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
1987 – 1999 | |
წინამორბედი | ამადუ-მაჰთარ მ’ბოუ |
მემკვიდრე | კიოტირო მაცურა |
დაბადებული | 27 იანვარი, 1934 ბარსელონა, ესპანეთი |
მოქალაქეობა | ესპანეთი |
განათლება | კომპუტენსეს უნივერსიტეტი მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფარმაკოლოგიის დოქტორი |
საქმიანობა | პოლიტიკოსი, მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1934 წელს ბარსელონაში. 1956 წელს დაამთავრა კომპუტენსეს უნივერსიტეტი ბიოქიმიის სპეციალობით. 2 წლის შემდეგ აქვე დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ფარმაკოლოგიაში. 30 წლის ასაკში გახდა გრანადის უნივერსიტეტის ბიოქიმიის ფაკულტეტის პროფესორი. 1968-1972 წლებში იყო ამავე უნივერსიტეტის რექტორი. 1973 წლიდან მადრიდის ავტონომიური უნივერსიტეტის ბიოქიმიის პროფესორია. 1974 წელს დააარსა სევერო ოჩოას სახელობის მოლეკულური ბიოლოგიის ცენტრი[1].
პოლიტიკური კარიერა
რედაქტირებასხვადასხვა დროს ეკავა მაღალი თანამდებობები საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში: ესპანეთის განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე (1974-1975 წწ.), ესპანეთის მთავრობის მეთაურის მრჩეველი (1977-1978 წწ.), ესპანეთის პარლამენტის დეპუტატი გრანადის საარჩევნო ოლქიდან (1977-1978 წწ.), განათლებისა და მეცნიერების მინისტრი (1981-1982 წწ.), ევროპის პარლამენტის დეპუტატი ესპანეთიდან (1987-1989 წწ.).
1978 წლიდან იუნესკოს გენერალური მდივნის მოადგილეა, ხოლო 1987-1999 წლებში გენერალური დირექტორი. 1997 წელს მისი ინიციატივით და იუნესკოს პატრონაჟით თბილისში გაიმართა პირველი მსოფლიო საყმაწვილო დელფიადა[2].
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ფედერიკო მაიორ სარაგოსა ესპანეთის დეპუტატთა კონგრესის საიტზე დაარქივებული 2020-11-18 საიტზე Wayback Machine. (ესპანური)
- ფედერიკო მაიორ სარაგოსა იუნესკოს საიტზე
- Federico Mayor Zaragoza (ინგლისური)(ესპანური)
- ფედერიკო მაიორ სარაგოსას სტატიები დაარქივებული 2016-03-24 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)(ესპანური)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Federico Mayor Zaragoza. // fund-culturadepaz.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-08. ციტირების თარიღი: 2012-4-4.(ინგლისური)
- ↑ რუსუდან მუხიგულაშვილი, დელფიადა უხმობს მუზებს, გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, თბილისი, 1997, 25 აპრილი, N94 (2467), გვ 1, 8