მთავარი მენიუს გახსნა

ფაქთიკის პროვინცია (პუშტუ پکتیکا დარი پکتیکا Paktikā) — ავღანეთის ერთ-ერთი ცენტრალური პროვინცია. მისი ფართობია —

ფაქთიკის პროვინცია
پکتیکا
110904-A-AR883-007.jpg
ქვეყანა ავღანეთის დროშა ავღანეთი
ადმ. ცენტრი Sharana
შიდა დაყოფა Zurmat District, Barmal District, Dila District, Afghanistan, Gayan District, Gomal District, Janikhel District (Paktika), Mata Khan District, Nika District, Omna District, Sar Hawza District, Surobi District (Paktika), Sharana District, Terwa District, Urgun District, Waza Khwa District, Wor Mamay District, Yahyakhel District, Yusufkhel District, Zarghun Shar District და Ziruk District
კოორდინატები 32.5°00′00″ ჩ. გ. 68.8°00′00″ ა. გ. / 32.50000° ჩ. გ. 68.80000° ა. გ. / 32.50000; 68.80000
ფართობი 19 482 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2,306 მეტრი
ოფიციალური ენა პუშტუ
სალაპარაკო ენები პუშტუ, დარი
მოსახლეობა 438 900 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 22, 53 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTCUTC+4:30
ISO 3166 კოდი AF-PKA
Afghanistan Paktika Province location.PNG


სექციების სია

ადმინისტრაციული რაიონებირედაქტირება

ფაქთიის პროვინცია იყოფა 19 ოლქად

  • ბარმალი
  • ვაზახვა
  • ვორმამაი
  • გაუანი
  • გომალი
  • დილა
  • ჯანიხელი
  • მატახანი
  • ნიკა
  • ომნა
  • სარ გამზა
  • სარობი
  • ტერვა
  • ურგუნი
  • შარანი
  • ზარგუნ შარი
  • ზირუკი
  • იუსუფხელი
  • იაჰიახელი

ისტორიარედაქტირება

იმ დროს, როცა დიადოხოსები ერთმანეთს ებრძოდნენ, ინდოეთის სუბკონტინენტის ჩრდილოეთ ნაწილში ყალიბდებოდა მაურიების იმპერია, რომლის დამაარსებელი იყო ჩანდრაგუპტა მაურია. ჩანდრაგუპტა ძვ. წ. აღ. 305 წელს შეეჯახა მაკედონურ ლაშქარს სელევკოს I-ის მეთაურობით და მცირე კონფლიქტის შემდეგ მიღწეული იქნა შეთანხმება, რომლის ძალითაც სელევკოსმა მაურიებს გადასცა ძველი ყანდაარის გარშემო ქრსებული ოლქები განდჰარა და არაქოზია. 120 წელს მაურიებმა ავღანეთის სამხრეთ რაიონებში გაავრცელეს ბუდიზმი, რომელმაც შეავიწროვა ადგილობრივი უძველესი რელიგია ზოროასტრიზმი. ამავე დროს, ამ პერიოდში აშენდა გზა, რომლითაც ქალაქი ქაბული უკავშირდება ინდოეთის პენჯაბის ოლქის და ინდო-განგის დაბლობის სხვა ქალაქებს. ამ პერიოდში განვითარდა ვაჭრობა, ხელოვნება და არქიტექტურა, რომელმაც იმპერატორ აშოკას მმართველობისას ზენიტს მიაღწია, რომლის ბრძანებები, გზები და მოსასვენებელი აგარაკები გაფანტული იყო მთელი სუბკონტინენტის ტერიტორიაზე. ამ პერიოდის ბრძანებათა უმრავლესობა დაწერილია პრაკრიტზე, მაგრამ ავღანეთის რეგიონი გამოირჩევა მაურიების ენაში 2 - ბერძნული და არამეული ენების ჩართვით. მაურიების იმპერატორ აშოკას პერიოდის ბრძანებების ბერძნული და არამეული წარწერები აღმოჩენილია ყანდაარში.

ფაქთიკა მდებარეობს ქვეყნის სამხრეთ ნაწილში და ცნობილია როგორც ისტორიული რეგიონი დიდი ფაქთია (პუშტუ: لویه پکتیا). აქ მცხოვრები ხალხები ჯერ კიდევ ჰეროდოტეს ჰყავს მოხდენიებული თავის ნაშრომში ჩვ.წ.აღ.მდე მე-5 საუკუნეში.

რეგიონის ძველი დედაქალაქი ურგუნი მთავარი გზებიდან დისტანციის გამო თითქმის განუვითარებელი იყო, ამიტომაც დედაქალაქი ურგუნიდან შარანში გადმოიტანეს. შარანი მდებარეობს ქვეყნის ცენტრალური მაგისტრალის გასწვრივ და მიერთებულია ავღანეთის ისეთ დიდ ქალაქებსა და კომერციულ ცენტრებს, სოდორიცაა: ქაბული; ღაზნი; ყანდაარი.

საბჭოთა ოკუპაციისა და შემდგომი ანექსიის წლებში ფაქთიკა უამრავი ბრძოლების ადგილი იყო. მაგალითად, 1983-1984 წ.წ. პროვინციის ძველი დედაქალაქი უგორი ალყაში იყო მოქცეული და ხელიდან ხელში გადადიოდა.

რესურსები ინტერნეტშირედაქტირება

იხილეთ აგრეთვერედაქტირება