ფარადეის ინდუქციის კანონი

ფიზიკაში ფარადეის ინდუქციის კანონი არის ელექტროდინამიკის საბაზისო კანონი, რომელიც განსაზღვრავს კავშირს ცვლად მაგნიტურ ველსა და მის მიერ გენერირებულ ელექტრულ ველს შორის. ფარადეის კანონის მიხედვით:[1]

რაიმე ჩაკეტილ კონტურში გენერირებული ელექტრომამოძრავებელი ძალა ტოლია ამ კონტურის გამჭოლი მაგნიტური ნაკადის ცვლილების სისწრაფისა.

ისტორია რედაქტირება

ელექტრომაგნიტური ინდუქციის მოვლენა დამოუკიდებლად აღმოაჩინეს მაიკლ ფარადეიმ და ჯოზეფ ჰენრიმ 1831 წელს, თუმცა ფარადეი იყო პირველი, რომელმაც მისი ექსპერიმენტების შედეგები გამოაქვეყნა[2][3] განავრცო რა ფარადეის შრომები, ჯეიმზ კლერკ მაქსველმა ეს კანონი რაოდენობრივას შემდეგნაირად ჩამოაყალიბა:[4]

 .

სადაც:

  არის ელექტრომამოძრავებელი ძალა ვოლტებში
ΦB არის მაგნიტური ნაკადი რომელიც განჭოლავს კონტურს ვებერებში.[5]

მაქსველ-ფარადეის განტოლება რედაქტირება

ფარადეის კანონის დიფერენციალურ ფორმას, რომელსაც ხშირად მაქსველ-ფარადეის განტოლებას უწოდებენ აქვს სახე:

 

სადაც:

  არის როტორი
E არის ელექტრული ველის დაძაბულობა
B არის მაგნიტური ველის ინდუქცია

მაქსველ-ფარადეის განტოლება წარმოადგენს მაქსველის განტოლებებიდან ერთ-ერთს.

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Jackson, John David (1999). Classical Electrodynamics, 3rd ed., New York: Wiley, გვ. Page 237. ISBN 0-471-30932-X. 
  2. Ulaby, Fawwaz (2007). Fundamentals of applied electromagnetics, 5th Edition, Pearson:Prentice Hall, გვ. 255. ISBN 0-13-241326-4. 
  3. Joseph Henry. Distinguished Members Gallery, National Academy of Sciences. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-12-09. ციტირების თარიღი: 2006-11-30.
  4. Cantor, Geoffrey N. (1991), Michael Faraday, Sandemanian and Scientist: A Study of Science and Religion in the 19th Century. გვ. 217 და 219.
  5. Chow, Tai L. (2006). Introduction to electromagnetic theory: a modern perspective. Sudbury, MA (USA): Jones and Bartlett, გვ. pp. 171-5. ISBN 0763738271.