ფარადავლა ახალციხელი
ფარადავლა ახალციხელი – ახალციხელთა ფეოდალური საგვარეულოს წარმომადგენელი XIII საუკუნის I ნახევარში, ძე შალვა ახალციხელისა. საქართველოში მონღოლების შემოჭრის შემდეგ ფარდავლა გაიქცა რუმის სულთან ყიასედინთან, რომელმაც ის თავის ერთ-ერთ სარდლად დანიშნა. დარდინ შარვაშიძესთან ერთად სარდლობდა სულთნის ჯარს მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლაში (1244). სულთნის ჯარი დამარცხდა, შარვაშიძე მოკლეს, ხოლო ფარდავლა თვით სულთანმა მოაკვლევინა. მემატიანის სიტყვით, „იყო კაცი მხნე და წყობათა შინა სახელოვანი“.
ლიტერატურა
რედაქტირება- შოშიაშვილი ნ., თორელთა ფეოდალური სახლის ისტორია და შოთა რუსთაველი, კრ.: შოთა რუსთაველი, თბ., 1966
- შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 2, გვ. 100, თბ., 1977