ფაინა ჭელიძე
ფაინა ჭელიძე (დ. 4 სექტემბერი, 1939) — ქართველი მეცნიერი, პედაგოგი და მხატვარი.
ფაინა ჭელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 სექტემბერი, 1939 |
მოქალაქეობა |
![]() ![]() |
ალმა-მატერი | თბილისის სამხატვრო აკადემია |
ცნობილია როგორც | ინა ჭელიძე |
ბიოგრაფია
რედაქტირებადაიბადა 1939 წლის 4 სექტემბერს. 1964 წელს დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია.
ილია დოიაშვილთან ერთად მუშაობდა „ქართული ფილმის“ მულტგაერთიანებაში.
გააფორმა ნახატი ფილმი „კაცი და ლომი“ (მ. ლავრაშვილი, 1969), დამდგმელი მხატვარია მისივე ფილმებისა: „ჩიბუხი“ (1975), „ბუმბული“ (1977), „ოპტიმისტური მინიატურა“ (1978), „ღამურა“ (1981), „ორი გოჯი მიწა“ (1987), „მორიელი“ (1990), „ანი, ბანი და სხვანი“ (1989) და სხვა.
2006 წლიდან პედაგოგად მუშაობს თბილისის სამხატვრო აკადემიაში.
მიღებული აქვს სპეციალური დიპლომი ანიმაციური ფილმების ფესტივალზე (ესპანეთი, სან-სებასტიანი) და პრიზი საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის საბჭოთა ანიმაციური ფილმების საკავშირო ფესტივალზე (ესტონეთი, ტალინი).
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული კინო, 1896-2011, გვ. 213, თბ., 2011.