ფაილის განხილვა:Schmerling-kinto.jpg

ბოლო კომენტარი: 14 წლის წინ დატოვა მომხმარებელმა Zangala

ლიცენზიის თარგი რატომ გაქრა? ა.

შესაფერისად აღარ ჩავთვალე და წავშალე. ვერაფერი ვერ მიუსადაგე. --ცანგალა () 20:47, 13 იანვარი 2008 (UTC)პასუხი
მიზეზი? დროებით {{fairuse}} თარგი შეგიძლია გამოიყენო. ა.

მიზეზი - ისტორიული ფოტოთ შეიძლება ჩაითვალოს? თარგი იყო {{ისტორიული ფოტო}}--ცანგალა () 21:26, 13 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

სავარაუდოდ საიდანაც შემოიტანე იქ უნდა იყოს მითითებული კონტექსტი. ა.

ძველი თბილისი - ეს არის 32 ფერადი ღია ბარათი. ავტორ-შემდგენელი დავით ბუზუკაშვილი, რედაქტორი უჩა ჯაფარიძე, © გამომცემლობა „ხელოვნება“, თბილისი, 1983 - © საავტორო უფლებები, მაგრამ უკვე გასულია 20 წელი. საერთოდ ადრე კი მითხარი, მაგრამ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ, რომელიც საქართველოს კანონებს შეესაბამისება და არა აშშ-ის კანონებს. ცუდი არ იქნება. --ცანგალა () 21:58, 13 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებების შესახებ მე ინგლისურ წყაროს ვფლობ, რომელიც გვეუბნევა რომ საავტორო უფლებები საკმაოდ გრძელვადიანია. აშშ–ის კანონმდებლობით საავტორო უფლებები 1978 წლიდან დაცულია ავტორის მთელი ცხოვრების მანძილზე და მის გარდაცვალებიდან კიდე 70 წლის განმავლობაში. როდესაც საავტორო უფლებების ვადა ამოიწურება, ის ხდება ხელმისაწვდომი ყველასათვის, ანუ გაიშვება საზოგადოებრივ დომენში.
მაგრამ რადგან ეს აშშ–ს კანონმდებობაა, მე მაინც ვეცადე მომეძია საქართველოს წესები და წავაწყდი შემდეგს [1], მართალია ეს ფორუმია, თუმცა აქაც 70 წელია ნახსენები (უღონდ მთლიანად!). მეც ვფიქრობ, რომ 20 წელი საავტორო უფლებებისთვის ძაან ცოტაა. მაგრამ, თუ თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ეს ვადა გასულია, ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ჩავსვათ თარგი {{Pd}} -- მერო     07:58, 17 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

ისე მეც 20 წელი ვიცი. --ცანგალა () 10:51, 17 იანვარი 2008 (UTC)პასუხი

რატომ არის წასაშლელი?--ცანგალა () 22:28, 13 ნოემბერი 2009 (UTC)პასუხი

საავტორო უფლებები vs. საპატენტო უფლებები რედაქტირება

არ ვიცი ბოლოს ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღეთ, მართალია მე მაშინ აშშ-ს მაგალითი მოგიყვანეთ. მინდა უფრო კარგად აგიხსნათ: ნაშრომს, დაცულს საავტორო უფლებებით, მისი უფლებები გააჩნია ავტორის გარდაცვალების დღიდან 70 წლის განმავლობაში. თუ ნაშრომი დაცულია პატენტით, მაშინ ეს უფლება ვრცელდება პატენტის გაცემის დღიდან 20 წლის განმავლობაში. რადგან აღნიშნული სურათი დაცულია საავტორო უფლებებით © 1983 წელს (სარაც ცანგალა ადასტურებს), მაშინ მისი უფლება ჯერ არ გასულა. თუმცა რადგან ის წარმოადგენს ღია ბარათს, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომია, შეიძლება ვივარაუდოთ რომ მისი გამოყენება ვიკიპედიაში კანონიერია. („შეიძლება ვივარაუდოთ“ — სამწუხაროდ საავტორო უფლებების კანონები არც ისე ღრმად მაქვს შესწავლილი, რომ კონკრეტული შემთხვევის კანონიერობა დავამტკიცო). ყოველ შემთხვევაში თარგი მაინც შესაცვლელია, თუნდაც ამაზე {{CopyrightedFreeUse}}. :)
პ.ს. წინა გამოხმაურების ნაწილი:„...მაგრამ, თუ თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ეს ვადა გასულია, ამ შემთხვევაში, თავისუფლად შეგვიძლია ჩავსვათ თარგი {{Pd}}“ — აქ ვიგულისხმე რომ სურათი შეიძლება პატენტით ყოფილიყო დაცული. იმედი მაქვს საავტორო უფლებებსა და პატენტებს შორის განსხვავება ახლა ნათელია. -- მერო      08:15, 5 ივლისი 2008 (UTC)პასუხი

პ.ს. ზემოთ აღნიშნული კანონი ვრცელდება საქართველოშიც -- მერო      08:17, 5 ივლისი 2008 (UTC)პასუხი
ფაილ „Schmerling-kinto.jpg“-ზე დაბრუნება.