უჯრედების აგრეგაცია

უჯრედების აგრეგაცია — მსგავსი უჯრედების შეწებება მრავალუჯრედიან წარმონაქმნად — აგრეგატად. უჯრედების აგრეგაცია ხდება როგორც ორგანიზმის ნორმალური განვითარების დროს ისე ექსპერიმენტის ჩატარებისას — უჯრედების ხელოვნური განცალკევების შემდეგ (მაგ., პროტოლიზური ფერმენტებისა და იმ ნივთიერებების გავლენით, რომელთაც კალციუმის იონების შეკავშირების უნარი აქვთ). უჯრედების აგრეგაციის უნარი დამოკიდებულია გარემოს იონურ შედგენილობასა და ტემპერატურაზე, ხოლო ზოგიერთი მონაცემით — იმ სპეციფიკური ცილოვანი ბუნების მქონე ნივთიერებებზეც, რომლებიც უჯრედის ზედაპირზე ჩნდება და მათ შეწებებას აიოლებს.

ლიტერატურა რედაქტირება