უხეშბალნიანი ფოქსტერიერი

უხეშბალნიანი ფოქსტერიერი (ინგლ. Wire Fox Terrier) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია დიდ ბრიტანეთში XIX საუკუნეში.

უხეშბალნიანი ფოქსტერიერი
წარმოშობის ქვეყანა დიდი ბრიტანეთი
თვისებები
წონა 7-8 კგ.
სიმაღლე 38-39 სმ.
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
13-14 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ამ ჯიშის ყველაზე შესაძლო წინაპრია ახლა გადაშენებული უხეშბალნიანი ტერიერია ბრიტანეთის ნახშირმომპოვებელი რაიონიდან. უფრო პოპულარული, ვიდრე მისი გლუვბალნიანი მოძმე, უხეშბალნიანი ფოქსტერიერის საგამოფენო დებიუტი 1872 წელს შედგა. მ ჯიშის პოპულარობამ არაერთი აღმაფრენა და დაცემა განიცადა: პოპულარობის პიკი 1930-იან წლებში ჰქონდა, შემდეგ ნელ-ნელა მოდიდან გავიდა და ამ უკანასკნელ დრომდე ჩრდილში რჩებოდა, სანამ კვლავ არ გამოაცხადეს „კლასიკურ“ ინგლისურ ჯიშად.

უხეშბალნიან ფოქსტერიერს არ უყვარს ადამიანებთან თავის დაფასება — ეს თავნება ძაღლია, რომელიც კბილების ჩვენებას არ ერიდება. ამ ჯიშის ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია მიწის თხრისკენ ინსტინქტური მიდრეკილება. არანაკლებად უყვარს სხვა ძაღლებთან ძალის მოსინჯვა. თუ ამ ჯიშის ძაღლის შეფერილობაში თეთრი სჭარბობს, მას სიყრუისკენ აქვს მიდრეკილება. უხეშბალნიან ფოქსტერიერს აქვს ხშირი უხეში ბალანი, რომლის შეფერილობა შეიძლება იყოს თეთრი შავით, თეთრი ჟღალით, სამფერიანი — შავი, თეთრი, ჟღალი. აქვს ხშირი ბაკენბადები, წვერი და ულვაშები, სწორი წინა ფეხები. უხეშბალნიანი ფოქსტერიერი კარგად უძლებს სიცივეს და სიცხეს, ძნელად იწვრთნება და ცუდად ეგუება სხვა ძაღლებს.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება