უწვაშის ციხეშუა საუკუნეების ციხესიმაგრე, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, ცაგერის მუნიციპალიტეტის, სოფელ ლახეფაში მდინარე ლახეფას, მარცხენა მხარეს, ხვამლის მთის აღმოსავლეთ კალთაზე.

იგი აშენებულია IV-XVIII საუკუნეებში მდებარეობა სპეციალურად იყო შერჩეული — ციხე კეტავდა რიონის ხეობის სოფლებიდან ტვიშიდან და ნაკურალეშიდან ცხენისწყლის ხეობის სოფელ ოყურეშში გადამავალ გზას. შედგება ორი ნაწილისგან: გალავნის და ციტადელისგან. მისასვლელი გზა დასავლეთიდან აქვს. აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მხარე ნაწილობრივ კკლდის ქარაფითაა შემოზღუდული, დანარჩენი მხარე კი გალავნის კედლით იყო გამაგრებული. გალავანი ნაგებია კირქვის დამუშავებული კვადრებით. განსაკუთრებით კარგადაა დამუშავებული ქვედა წყობა. კედლის სიგანე 1,6 მ-ია. შიდა ციხე გალავნის შიგნით კონცხზე დგას. წარმოადგენს კუთხეებმომრგვალებულ ოთხკუთხედს, რომელიც ზევით ოდნავ ვიწროვდება. კოშკს ორმაგი კედლები აქვს, თითოეული 1,5 მ სისქისაა. წყობა სწორხაზოვანია, რაც მათ ადრეულობაზე უსვამს ხაზს. კედლების შემორჩენილი სიმაღლე 5-6 მ აღწევს. შესასვლელი კარი არ ეტყობა.

უწვაშის ციხე ლეჩხუმის საერისთავოს ერთ-ერთი უადრესი საფორტიფიკაციო ნაგებობაა. თავის დროს მას საკუთარი სოფელიც უნდა ქონოდა, რაზეც მიანიშნებს ციხის დასავლეთით მდებარე ნასოფლარის ნაშთები.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

  •   კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26385