უტაგავა კუნისადა
უტაგავა კუნისადა (იაპონურად: 歌川国貞;[1] დ. 1786 - გ. 1865 წლის 12 იანვარი), ასევე ცნობილი, როგორც უტაგავა ტოიოკუნი III - უკიო-ე ჟანრის გრავიურების დიზაინერი.
უტაგავა კუნისადა | |
---|---|
უტაგავა კუნისადას პორტრეტი | |
მშობლიური სახელი | 歌川国貞 |
დაბადების თარიღი |
1786 ედო |
გარდაცვალების თარიღი | 1865 წლის 12 იანვარი |
ეროვნება | იაპონელი |
საქმიანობა | გრავიორი |
ბიოგრაფია
რედაქტირებაუტაგავა დაიბადა 1786 წელს, ედოსთან ახლოს, შეძლებული ვაჭრის ოჯახში. 15 წლის ასაკში შეუერთდა უტაგავა ტოიოკუნის ცნობილ სამხატვრო სკოლას და მიიღო მხატვრის სახელი კუნისადა.
1807 წელს კუნისადამ პირველი ილუსტრირებული წიგნი გამოუშვა. 1808 წელს კი გამოიცა მისი პირველი მსახიობთა გრავიურები. უტაგავას პოპულარობა საკმაოდ სწრაფად იზრდებოდა, განსხვავებით სხვა მხატვრებისგან, კუნიიოში უტაგავასა და ჰიროშიგესგან, რომლებიც წლების განმავლობაში ცდილობდნენ სახელის მოხვეჭას.
1825 წელს ტოიოკუნი I გარდაიცვალა. მოგვიანებით 1844 წელს კუნისადამ გადაწყვიტა თავისი ბატონის სახელი დაერქვა და საკუთარ თავს ტოიოკუნი უწოდა. სწორედ ამიტომ არის ის ცნობილი, როგორც ტოიოკუნი III. ტოიოკუნი II-ის სახელი ეკუთვნოდა ნაკლებად ცნობილ უკიო-ე მხატვარს ტოიოშიგეს. ის იყო ტოიოკუნი I-ის სიძე და მამამთილის გარდაცვალების შემდეგ, უტაგავას სკოლის ხელმძღვანელი. კუნისადა ძლიერ აღშფოთდა, როცა ტოიოშიგე დასახელდა უტაგავას სკოლის ხელმძღვანელად და არა ის.
უტაგავა 1844/45 წლებში გრავიურებს აწერდა, რომ „კუნისადა გადადის სახელზე ტოიოკუნი“. 1845 წელს ის ოფიციალურად გადადგა და საკუთარ თავს შოზო უწოდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მან ხელოვნებასთან შეხება დაკარგა.
კუნისადას საკუთარი უკიო-ე სკოლაც ჰქონდა. მისი საუკეთესო მოსწავლეეები იყვნენ კუნიჩიკა და ჩიკანობუ, რომლებიც გახდნენ იაპონური ხის გრავიურათა ტრადიციის ცნობილი აღმასრულებლები.
შემოქმედება
რედაქტირებაკუნისადამ ტრადიციული უკიო-ე ჟანრის ნამუშევრები ფართო სპექტრში შექმნა, როგორებიცაა კაბუკის თემები, მშვენიერი ქალები, ისტორიული მოვლენები და მრავალი შუნგას გრავიურები. ასევე მან შექმნა რამდენიმე პეიზაჟიც.
თანამშრომლობა ჰიროშიგესთან და კუნიიოშისთან
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ არსებობდა გარკვეული მეტოქეობა კუნისადასა და კუნიიოშის შორის, ამ ორმა ერთად შეიმუშავეს და გამოსცეს გრავიურათა სერია. ასევე კუნისადამ შექმნა რამდენიმე ერთობლივი ნამუშევარი ჰიროშიგე I-თან ერთად. 1852 წელს მან შეიმუშავა სერია „ედოს რესტორნები“ და 1855 წელს „ორმოცდასამი სადგური ორი ფუნჯისგან“ ჰიროშიგესთან თანამშრომლობით.
მიუხედავად, რომ კუნისადა იყო დიდი ხელოვანი და შესაბამისად მას ეკუთვნის ნამუშევრები, რომლებიც უკიო-ე ჟანრის საუკეთესო შედევრებად არის აღიარებული, მისი ზოგიერთი ნაშრომი უღიმღამოა. ეს კი აისახება ბაზარზე არსებულ ფასებზეც. მისი ნამუშევრების ფასები 100 აშშ დოლარიდან იწყება. ლოგიკურია ისიც, რომ არსებობენ კოლექციონერები, რომლებიც მის გრავიურებს აგროვებენ.[2]
ცნობილია ისიც, რომ მის ნამუშევრებს ვან-გოგიც იძენდა, სწორედ ამიტომ ვინსენტის კოლექციაში არსებული იაპონური გრავიურების თითქმის ნახევარი კუნისადას მიერ არის შექმნილი.[3]
უტაგავა კუნისადა ექსპერიმენტებს ატარებდა აიძური-ე ტექნიკაშიც. აიძური-ე ტექნიკა გულისხმობს გრავიურის შექმნას ლურჯ ფერებში. ამ ჟანრის განვითარება იაპონიაში პრუსიული ლურჯი ფერის იმპორტთან იყო დაკავშირებული, რომელიც გამოირჩეოდა სითამამით, სიცოცხლით და სინათლით, ტონების ფართო დიაპაზონით და გაქრობისადმი მეტი წინააღმდეგობით. ეს ფერი ერთ-ერთმა პირველმა გამოიყენა კაცუსიკა ჰოკუსაიმ, მათ შორის სახელგანთქმულ გრავიურაში „კანაგავას დიდი ტალღა“. ჰიროშიგე კი აიძური-ე ტექნიკასთან ერთად იყენებდა წითელსაც და ყვითელსაც, განსხვავებით უტაგავა კუნისადასგან, რომელიც გრავიურებს სრულად ლურჯ ფერში ქმნიდა, ამის მიუხედავად ფერთა თანდათანობითი გადასვლებით მან შეძლო, რომ შუქ-ჩრდილების გამოკვეთისთვის მიეღწია. [4]
გალერეა
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Utagawa Kunisada. Museum of Cultural History[მკვდარი ბმული]
- ↑ Kunisada Utagawa - 1786-1865. artelino.com
- ↑ Utagawa Kunisada. Van Gogh Museum
- ↑ The Blue Era. Tikotin Museum of Japanese Art