უსანეთის სალოცავი
უსანეთის სალოცავი — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, გორის მუნიციპალიტეტის სოფ. არკინარეთის სამხრეთ-დასავლეთ განაპირას.
ნაეკლესიარი საძირკვლის დონემდეა დანგრეული. გეგმა გათხრა-გაწმენდის გარეშე არ იკითხება. ირგვლივ მიმოფანტულია სამშენებლო მასალა — კარგად გათლილი ადგილობრივი ქვის კვადრები, თაღების და კამარის თლილი შირიმის კვადრები. ძეგლის დათარიღება არ ხერხდება.
ლიტერატურა რედაქტირება
- შიდა ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 11